დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მეტროპოლის“ საერთაშორისო ჯილდოები და ქართული კომპანიის პროექტები მსოფლიო გამოფენებზე

„მეტროპოლის“ საერთაშორისო ჯილდოები და ქართული კომპანიის პროექტები მსოფლიო გამოფენებზე

31-01-2025 15:14:00

ბოლო რამდენიმე წელიწადია, სამშენებლო სექტორი თანამედროვე მოქალაქის მოთხოვნებს პასუხობს და ცდილობს, დამკვეთს შესთავაზოს გარემო, სადაც არასაცხოვრებელ კომპონენტებს - სარეკრეაციო ზონებს, სოციალიზაციის სივრცეებს, დასვნებასა და უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ბინის ძიებისას მობინადრე ირჩევს არა მხოლოდ საცხოვრებელს, არამედ ბედნიერ და კომფორტულ ყოველდღიურობას. დეველოპერული კომპანიები მთელი მსოფლიოდან გლობალურ ტენდენციებს ერგებიან, მათ შორის არის საქართველო და ქართული კომპანია მეტროპოლი“, რომელმაც თავისი გამოცდილება და პროექტები 5-მდე ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა. ამასთან ერთად, კომპანია 2024 წელს 3 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელიც გახდა

გასულ წელს მეტროპოლი საუდის არაბეთში CITYSCAPE GLOBAL SKA 2024-ზე წარდგა. უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპოზიციას 200-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დეველოპერი ესწრებოდა, ჯამში, 50 მილიარდამდე ღირებულების პროექტებით.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლისგენერალური დირექტორის მოადგილე: The future of living - ეს იყო რიადში გამართული ექსპოზიციის მთავარი თემა და ჩვენც, როგორც კომპანია, რომელიც მომავლის ხედვით ხელმძღვანელობს, გამოფენაზე ჩვენი პროექტებით და შესაბამისი კონცეფციით წარვდექით. ეს იყო კარგი შესაძლებლობა როგორც ბიზნესკავშირების გაღრმავებისთვის, ისე საქართველოს ბაზრით საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებისათვის. მსგავსი პლატფორმები საშუალებას გვაძლევს, უფრო ახლოს გავეცნოთ მსოფლიო სიახლეებს, თანამედროვე ტექნოლოგიურ განვითარებას და ინოვაციურ მიდგომებს, რასაც, ცხადია, შემდეგ პროექტებში ვთარგმნით. ბუნებრივია, საუდის არაბეთში შეკრებილ დეველოპერებსა თუ საერთაშორისო აგენტებს ჩვენი გამოცდილებაც გავუზიარეთ“.

კომპანიაში ამბობენ, რომ სამშენებლო პროექტებით გაჯერებულ ბაზარზე ინდივიდუალური მიდგომა, ხარისხი და ინოვაციებისკენ სწრაფვაა ის მახასიათებლები, რაცმეტროპოლსკონკურენტებისაგან მკვეთრად გამოარჩევს. პრიორიტეტი დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი სივრცის შექმნაა, სადაც მობინადრის მოთხოვნებს კომპანიის შეთავაზებები სრულყოფილს ხდის. ამ კონცეფციით შექმნილი ექვსი მიმდინარე პროექტი გააცნომეტროპოლმასაერთაშორისო საზოგადოებას ერევანშიც, სადაც 2024 წლის ოქტომბერში მასშტაბური ექსპოზიცია მოეწყო. სამშენებლო სექტორის 3000-ზე მეტი წარმომადგენელი სომხეთის დედაქალაქში TOON EXPO-ზე დასასწრებად ჩავიდა. „მერიდიანისსაგამოფენო სივრცეში საკუთარი სტენდი ჰქონდამეტროპოლს“.

დაინტერესებამეტროპოლისპროექტების მიმართ საკმაოდ დიდი იყო. ღონისძიების სტუმრებს ჩვენი პორტფოლიო და პროექტები დეტალურად გავაცანით. მათ შორის იყო როგორც თბილისის სხვადასხვა უბანში არსებული საცხოვრებელი კომპლექსები, ისე ბათუმში მიმდინარე, კონცეპტუალურად განსხვავებული მშენებლობები. საცხოვრებელთან ერთად, ინტერესის სფერო გახლდათ ინვესტირების საკითხიც. ამ ჭრილში, უშუალოდ ჩვენი კომპანიის საქმიანობასთან ერთად, ქვეყნის პოტენცილზეც ვისაუბრეთ, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის გაზრდის და ეკონომიკური განვითარებისათვის“, - ამბობს მამუკა იმედაშვილი.

მანამდე კი, 2024 წლის დასაწყისში, დეველოპერული კომპანია შანხაისა და თბილისის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობდა. საქართველოს დედაქალაქში გამართულ სამშენებლო სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას დეველოპერული კომპანია წელს პირველად შეუერთდა. ადგილობრივ და უცხოელ დამთვალიერებელსმეტრპოლმასაცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული პროექტები წარუდგინა და სრული სამშენებლო ციკლი გააცნო.

საერთაშორისო გამოფენებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექპოზიციები. სამშენებლო სექტორში ჩართულ კომპანიებთან ერთად, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა ჩვენთვის ქართველ მომხმარებელთან პირისპირ კომუნიკაციისათვის. მშენებლობის პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და გასათვალისწინებლია თითოეული კომპონენტი, იქნება ეს ობიექტის ლოკაციის შერჩევა, არქიტექტურული დაგეგმარება, დიზაინი, ენერგოეფექტური მასალები თუ, ზოგადად, თანამედროვე საერთაშორისო მიდგომები დეველოპერულ სექტორშივფიქრობთ, ამ დეტალების გაზიარებით ვეხმარებით ჩვენს მომავალ მობინადრეებს თუ, უბრალოდ, უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს, ინფორმირებული არჩევანი გააკეთო.

მეორე მხრივ, ასეთი ექსპოზიციები კარგი შესაძლებლობაა, უშუალოდ პირველწყაროსაგან მივიღოთ უკუკავშირი, შევიტყოთ მეტი მათი სურვილების და მოთხოვნების შესახებ, - განაცხადა მამუკა იმედაშვილმა.

უძრავი ქონების გამოფენებზემეტროპოლმასაკუთარი ხედვა და ყველა ის პროექტი ჩაიტანა, რომლებსაც კომპანია საქართველოს ორ ქალაქში ახორციელებსმათ შორის არის პროექტები, რომლებმაც მიმდინარე წელს გლობალური აღიარება მოიპოვა.

მეტროპოლიადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ნოვატორი კომპანია, რომელიც, ხარისხთან და ენერგოეფექტურობასთან ერთად, მომხმარებელს თანამედროვე მიდგომებსა და გამორჩეულ სტილს სთავაზობს. სწორედ ამას ადასტურებს ის საერთაშორისო ჯილდოები, რომლებიცმეტოპოლსერგო. ქართულმა კომპანიამ შეძლო და კონკურეცია გაუწია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დეველოპერებს. გასული წლის შემოდგომაზემეტროპოლიმსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების International Property Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. წარმატება კომპანიამ ბათუმში მიმდინარე პროექტ Cube-ისათვის მიიღო კატეგორიაში Best Mixed-Use Development for Georgia.

 

ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ასობით კომპანიას შორის მთელი მსოფლიოდან 80-ზე მეტმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ერთ-ერთი საუკეთესოს ტიტული მეტროპოლ კუბს მიანიჭა ნომინაციაში Best Mixed-Use Development for Georgia. კატეგორია კომპლექსურია და ურბანული განვითარების სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. ჯილდო გადაეცემა სტილითა და დიზაინით გამორჩეულ ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც ფუნქციურად ინტეგრირებულია. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა, სადაც Metropol Cube-თან ერთად ჩვენი სხვა პროექტების წარდგენის შესაძლებლობაც მოგვეცა. გამარჯვებულებისათვის საექსპოზიციო სივრცე საგანგებოდ გამოიყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს Cube-სთვის ეს მეორე გლობალური ჯილდოა - რამდენიმე თვის წინ Cube-მა Titan Awards-ის აღიარება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა დიდი შრომა გასწია იმისათვის, რომ პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული ჟიურის ნდობა და აღიარება მოეპოვებინა“, - მამუკა იმედაშვილი.

 

2024- მეტროპოლმა კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. Metropol Oval  Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებული გახდა და საქართველოში საუკეთესო პრემიულ სასტუმროდ დასახელდა. გადაწყვეტილების მთავარ ინდიკატორად Luxury Lifestyle Awards-მა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო პროდუქტებსა და მომსახურებებს აფასებს, ქართული კომპანიის უნაკლო რეპუტაცია და პროფესიონალიზმი დაასახელა. Metropol Oval მსოფლიოს 100 ქვეყნის პროექტებს შორის გამოარჩიეს.

ამჟამადმეტოპოლისამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მის პორტფელში კი  ექვსი მიმდინარე და ექვსი დაგეგმილი პროექტია. თითქმის დასრულებულია ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე მეტროპოლ ბაგები“. მესაკუთრეები ბინებს 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარებენ. თანამედროვე გარემო და პანორამული ხედები კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. 

დედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით გამორჩეული პროექტია მეტროპოლ ქავთარაძე“. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს აერთიანებს, 534 აპარტამენტით. ტერიტორიაზე, დასასვენებლთან ერთად, გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი.

კიდევ ერთი მისამართი მეტოპოლის რუკაზე ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული უბანი ორთაჭალაა. თბილისის ცენტრალური გამზირიდან ათი წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი, მეტროპოლ ორთაჭალა ორ მრავალსართულიან კორპუსს, მასშტაბურ გამწვანებულ ეზოს, სპორტულ მოედნებსა და არაერთ ფუნქციურ სივრცეს გააერთიანებს.

კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტებია ბათუმის მეტროპოლ ოვალი და მეტროპოლ კუბი“, რომლებიც Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. საერთაშორისო ბრენდი მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის აჭარის რეგიონში შემოყვანის ექსკლუზივიც მეტროპოლსეკუთვნის

ასევე ბათუმშია კიდევ ერთი პროექტი პარალელი - მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ხელსაყრელი მდებარეობით. ზღვისპირა ქალაქის შუაგულში, აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული კმპლექსი პანორამული ხედებით გამოირჩევა. აღნიშნული კომპლექსის B ბლოკში ბინების 50% უკვე გაყიდულია, ახლახან კი კომპანიამ  პარალელის A ბლოკის წინასწარი გაყიდვებიც დაიწყო

მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანიამეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსისმეტროპოლ ბაგების“, „მეტროპოლ ქავთარაძისადამეტროპოლ ორთაჭალას მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კიმეტროპოლ კუბიდამეტროპოლ ოვალიშენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტისპარალელისმშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

მეტროპოლისმშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები