„იელთი ჯგუფმა“ კომპლექსური რებრენდინგის პროცესი დაიწყო, რომლის იმპლმენტირებაც შემდეგი 4-6 თვის განმავლობაში დასრულდება. ჯგუფში შემავალი კომპანიები განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან. დეველოპმენტის კუთხით იელთი დაიკავებს ნიშას პრემიუმ საინვესტიციო მიმართულებით. 2025-დან „იელთი“ ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ და მსოფლიო ტენდენციებზე მორგებულ პროდუქტებს დააანონსებს, რაშიც „ჯგუფს“ საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილება და ექსპერტიზა დაეხმარება.
დეტალებზე Business Insider Georgia დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფის“ კომერციულ დირექტორს ვალერი გურგენაძეს ესაუბრა.
ELT Group-ის ოპერირებაში მნიშვნელოვანი ეტაპია, კომპანიამ დაიწყო მასშტაბური რებრენდინგი. რა პროცესია და რა იქნება საბოლოო შედეგი, რა იცვლება კომპანიის ცხოვრებაში?
რებრენდინგის სტრატეგია წინა წელს იქნა დამტკიცებულ, პროცესი კომპლექსურია და მის იმპლემენტირებას 2025 წლის ზაფხულამდე ვგეგმავთ. ჯერჯერობით შიდა, ე.წ. ინსაიდერული სამუშაოები მიმდინარეობს და თებერვლის თვიდან მოვახდენთ პროცესის ნაწილობრივ გასაჯორებას და აქტიური კამპანიების დაწყებას. გარდა გარე საკომუნიკაციო ატრიბუტიკისა მიმდინარეობს შინაარსის ცვლილება - კომპანიის რეპოზიციონირება. „იელთი ჯგუფი“, მასში შემავალი კომპანიებით გადადის თავის განვითარების ახალ ეტაპზე, სადაც ჩვენ შევდივართ და უნდა დავიკავოთ მნიშვნელოვანი ადგილი პრემიუმ საინვესტიციო უძრავი ქონების მიმართულბით.
ჩვენი განვითარების სტრატეგიაც განსხვავებულობაშია, შესაბამისად რებრენდინგიც აიგო მასზე. „იელთის“ ასოცირება მოხდება პრესტიჟულ და უნიკალურ პროდუქტთან, რომელიც ვცდილობთ რომ დავტოვოთ ასევე ხელმისაწვდომი. პარალელური მიზანი არის რომ „იელთის“ ინვესტორები/პარტნიორები საკუთარ თავსაც აიდენტიფიცირებდნენ ამ პოსტულატებთან.
წელს დამატებით ორი პროექტის ჩაშვეაბს ვგეგმავთ, საიდანაც ერთი ბათუმში, ხოლო მეორე თბილისში დაიწყება და ორივე პროექტი განსხვავებული შინაარსით, ახალი ბრენდის ქვეშ. ეს იქნება ზე-პრესტიჟული ობიექტები, ადამიანებისთვის ვინც ეძებს კომფორტს და არა პირველ ბინას. ჩვენი შეხედულებით ის დეტალები, რაც პროექტების შინაარსში შევიტანეთ საბოლოო ჯამში შექმნის პრესტიჟულობის და „დაფასებულობის“ განცდას ჩვენს მესაკუთრე/ინვესტორებისთვის.
განსხვავებულობის მაღალ დონეს, რომ მიაღწიოთ ალბათ ამაში საერთაშორისო კომპანიების, ვგულისხმობ ცნობილ საერთაშორისო არქიტექტურულ კომპანიებსაც ჩართავთ? განსხვავებულობის აღქმა ხომ უკვე დიზაინიდან იწყება.
პერმანენტული ბაზრის კვლევით და მომავლის ტენდეციების შესწავლით, კომპანია მიყვება იმ მოთხოვნებს რაც შეგვძენს ჩვენთვის სასურველ იდენტობას. იცით რომ ჩვენი აქცენტები არასოდეს ყოფილა მხოლოდ პროექტების ფასადური დიზაინი. კმაყოფილება შინაარსოდან მოდის, სწორედ აქ ვახდენთ ინვესტირებას. ეს მოიცავს პროექტების ინფრასტრუქტურას, სასტუმროს ტიპის თანმდევ სერვისებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მომსახურების უმაღლეს სტანდარტს.
ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორობას, იცით რომ ეს კომპანიის მისიაშიც გვაქვს გაწერილი. ერთგვარ პასუხისმგებლობად მიგვაჩნია ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოში შემოვიყვანოთ რეპუტაციული საერთაშორისო ბრენდები და ადგილობრივ ბაზარს მოვარგოთ მათი გამოცდილება და ექსპერტიზა.
გაცხადებული გეგმა მოიცავს რომ, ყველა ჩვენს საცხოვრებელ-საინვესტიციო კომპლექსში იქნება გამართული 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის ინფრასტრუქტურა და სერვისები. ადამიანები, მათ მუდმივად საცხოვრებელშიც მიიღებენ ყველა სასტუმრო ტიპის სერვისს. ის კომფორტი, რომელსაც ჩვენ ადამიანებს შევუქმნით, მათ საშუალებას მისცემთ, რომ არ დატოვონ ჩვენი უბნები და კვარტლები. მოგეხსენებათ ცალკეულ კორპუსებს არ ვაშენებთ და კომპანიის განვითარების სტრატეგია არის „კვარტლის“ სტრატეგია,
მაგალითად, „ესპანური კვარტალი“ თბილისში მომხმარებელს აძლევს საშუალებას, საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ, აირჩიოს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების გარემო, სერვისების მრავალფეროვნება, სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი, ლობი და კონსიერჟი, სარეკრეაციო სივრცე, სამდონიანი მიწისქვეშა პარკინგი და მრავალფეროვანი დამატებითი ინფრასტრუქტურა. ყველა საჭირო და პირველადი მოხმარების კომერციული ობიექტით.
ჩვენი გეგმის შესაბამისად ვერ ვიქნებით პირველ ბინაზე გათვლილი კომპანია, აღნიშნულ სეგმენტში სხვა კომპანიები ოპერირებენ.
თქვენ ბრძანეთ, რომ 2025 წელს იწყებთ ახალი პროექტების განხორციელებას, რა პროექტებზე საუბრობთ?
ერთი ახალი პროექტის განხორციელება ბათუმში უკვე დავიწყეთ. იანვარში გავხსენით „იელთის“ ახალი პროექტი STATUS HOUSE, რომელიც ასევე მდებარეობს ჩვენს „იელთი კვარტალში“ ახალი ბულვარის მიმდებარედ.
ჩვენს ესპანელ პარტნიორებთან Barceló Hotel Group-თან ერთად ვმუშაობთ უკვე მეორე პროექტზე, რომელიც აპრილ-მაისიდან ჩაეშვება გაყიდვებში. რაც შეეხება თბილისში დასაანონსებელ ახალ კომპლექსს, დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც პროექტირების ეტაპზე ვართ და დაახლოებით 6-7 თვეში შევძლებთ მის წარდგენას. საუბარია 2 ჰა ტერიტორიის განაშენიანებაზე ტერიტორიაზე იქნება სასტუმროც და საცხოვრებელი სახლებიც, სპა-ველნეს ცენტრი, თანამედროვე სპორტული სივრცეები, მოედნები, ბავშვთა სათამაშო ზონები, კაფე-ბარები, სალონები, მარკეტები და აფთიაქები და ა.შ.
Barceló Hotel Group-თან ერთად ერთ პროექტს თბილისში უკვე ახორციელებთ, უფრო კონკრეტულად რა ერთობლივი გეგმებია ბათუმთან მიმართებაში?
STATUS HOUSE-ის კომპლექსთან ერთად „იელთი კვარტალში“ ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს, სადაც განთავსებული იქნება თავად Barceló Hotel-ის, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რეზიდენსები და პლუს აპარტამენტები. თუმცა თბილისისგან განსხვავებით ბათუმში, იელთი კვარტალი გაცილებით დიდ ტერიტორიას მოიცავს, დაახლოებით 7 ჰა, რაც დამატებით საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ იმ შინაარსს რაც დაგეგმილია - უნიკალური და პრესტიჟული დესტინაციის შექმნა.
Galt & Taggart-ი პერიოდულად აკეთებს თბილისისა და ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის შეფასება-ანალიზს და მათგან ვიცი, რომ ბათუმში პირველ და მეორე ზოლში თავისუფალი ფართები უკვე აღარ არის და დეველოპერებს უკვე ბათუმის ცენტრის გარეთ გონიო-კვარიათისკენ და ასევე მახინჯაურისკენ უწებთ გადაადგილება. როგორია თქვენი დაკვირვება და ზოგადად, „იელთის“ მაგალითზე ახალი პროექტის განსახორციელებლად ცენტრში ტერიტორიის მოძიებას ვეღარ შეძლებთ?
გეთანხმებით. თავისუფალი საინვესტიციო მიწის დეფიციტი ბათუში და განსაკუთრებით პირველ ზოლში არსებობს. შესაძლოა მცირე ზომის პროექტი ვინმემ მოიძიოს, მაგრამ მსხვილი დეველოეპრებისთვის საინვეტიციო ნაკვეთები რთულად მოსაძიებელია. დეველოპერთა ნაწილი გადის ქალაქის ფარგლებს გარეთ, როგორც მახინჯაურის ასევე გონიოს მიმართულებით, ნელ-ნელა ვითარდება აღნიშნული ლოკაციები, თუმცა მოთხოვნის ნაწილში ჯერ რთულია გაუტოლდეს ამას დრო და მსხვილი ინვესტიციები სჭირდება ინფრასტრუქტურაში.
თუმცა მოთხოვნის გაჩენა შესაძლებელია.
რა თქმა უნდა ამისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაა საჭირო.
მას შედეგ რაც „იელთი“ თქვენს კუთვნილებაში არსებულ მიწებს ამოწურავთ, თქვენც აპირებთ ბათუმის შემოგარენში გადანაცვლებას?
„იელთი“ მისი განვითარების სტრატეგიის შესაბამის ნაკვეთს ეძებს. ჩვენ ვერ ავაშენებთ პროექტს 1000 და 2000 კვ/მ-ზე. ეს პროცესი პერმანენტულია, განვითარების გეგმების შესაბამისად.
რეალურად რა ხდება დღეს უძრავი ქონების ბაზარზე, გასული წლების ზრდის შემდეგ, რა მოლოდინები გაქვთ მიმდინარე წელზე?
ბაზარი უკვე დასტაბილურებულია. რეალურად ბაზრის ზომა არ შემცირებულა, მოთხოვნა დასტაბილურდა. რა თქმა უნდა იყო პერიოდული ბუმები, თუმცა დღევანდელი მოცემულობითაც, კომპანიები რომლებიც სწავლობენ ბაზარს, ტრენდებს და მოთხოვნაზე მორგებულ პროდუქტს ქმნიან, ინარჩუნებენ გაყიდვების სტაბილურ მასშტაბს. ჩვენს მაგალითზეც, გაყიდვების მიმართულებით კლება არ გაქვს, პირიქით, საკმაოდ საიმედო პროგნოზები გვაქვს და გეგმებიც ამბიციური დავისახეთ 2025 წლისთვის.
გაყიდვების მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს, ძალიან აქტიურად ვზრდით მყიდველთა გეოგრაფიას. ჩვენ, როგორც კომპანია, რომელიმე ერთ ბაზარზე დამოკიდებული არ ვართ და უკვე გაქვს 60 ქვეყნის პასპორტი ჩვენს პროექტებში. გეოგრაფიის ზრდა ჩვენი მარკეტინგის გუნდის ყოველდღიური ამოცანაა. სწორედ მასშტაბის ეკონომია ქმნის სტაბილურ გაყიდვებს ჩვენს სექტორში. კომპანიები, რომელიმე ერთ ან ორ კონკრეტულ მიმართულებაზე იყო დამოკიდებული ნელ-ნელა გადაეწყობა დაისინიც იპოვნიან შესაბამის ბაზრებს. ამიტომ, 2025 წელზე საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები მაქვს.
ის პრემიუმ პროექტები, რაზეც გათვლას აკეთებთ კიდევ უფრო ხომ არ წაახალისებს უცხოურ ბაზრებს ცხადია საინვესტიციოდ. იმიტომ, რომ უცხოელი თუ სხვა ქვეყანაში უძრავ ქონებას შეიძენს, ეს იქნება ინვესტიცია და თან ის ორიენტირებულია ისეთი ქონების შეძენაზე, სადაც არის კომფორტი.
რა თქმა უნდა. ამიტომაც ავღნიშნე რომ სტრატეგიის დონეზე გვაქვს დასახული თანამედროვე ტენდეციების მორგება ჩვენი ბაზრისა თუ პროდუქტისთვის. რეალურად „იელთი“ 2025 წლიდან და შემდეგ პერიოდშიც ინვესტირებას მოახდენს მხოლოდ საინვესტიციო პროექტებში. აქ ცხადია არ იგულისხმება მხოლოდ უცხო ქვეყნის ინვესტორი. თავად პროდუქტი იქნება საინვესტიციო, მათ შორის ქართველ მომხმარებელზე გათვლილი.
საინვესტიციო პროექტის შინაარსი გულისხმობს, რომ როდესაც ადამიანი ინვესტირებას აკეთებს დარწმუნებული იყოს ფასის ზრდის შესაძლებლობაში და პლუს გამართულ, კომპლექსურ მართვა/გაქირავების სერვისის არსებობაში. ჩვენ ინვესტორებს ვთავაზობთ სწორედ კომპლექსურ, რეპუტაციულ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობით შექმნილ მართვისა და მომსახურების სერვისს. 2025 წლიდან, არსებულ პარტნიროებს დაემატა ესტონური კომპანია IPM, რომელიც აპარტ-ოტელების სეგმენტში ოპერირებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. IPM ჩვენს ბათუმის პროექტებში განახორციელებს მართვა/მომსახურებისა და გაქირავების სერვისს.
ბათუმის და თბილისის შემდეგ ხომ არ განიხილავთ საქართველოს რომელიმე მსხვილ ქალაქს პროექტების განსახორციელებლად?
საცხოვრებელი აპარტამენტების მიმართულებით ამ წუთისთვის აქცენტი თბილისსა და ბათუმზე გაქვს, თუმცა ვაპირებთ ძალიან მსხვილი პროექტის განხორციელებას აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, რომელიც მალე დაანონსდება. საუბარია 30 ჰა-მდე ტერიტორიაზე, რომლის განაშენიანებაც მოხდება ევროპული სტანდარტებით, ყველაზე მაღალი მოთხოვნების შესაბამისად. პროექტზე ვმუშაობთ უცხოელ პარტიორებთან ერთად და წლის ბოლომდე გვექნება შეჯერებული კონცეფცია. ეს იქნება სასტუმრო - დასასვენებელი პროექტი, ეფექტიანი საინვეტიციო მოდელით.
პრემიერ-მინისტრის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში Emaar ჯგუფის მიერ, საქართველოში 6 მლრდ დოლარის ღირებულების პროექტების განხორციელება დაანონსდა. რა ნიშნავს ქვეყნისთვის ამ მოცულობის ინვესტიცია და ასევე ამ დონის კომპანიის შემოსვლა? ეს ხომ არ გახდება კატალიზატორი სხვა წამყვანი კომპანიებისთვის საქართველოზე გააკეთონ ორიენტირი?
Emaar-ის შემოსვლა თავისთავად, მიუხედავად პროექტის ბიუჯეტისა უკვე იქნებოდა სერიოზული ზეგავლენის მატარებელი ჩვენი ბაზრისთვის. ამ მასთაბის ინვესტიცია კი გაცილებით დიდი ეფექტის მომტანი იქნება.
Emaar-ის შემოსვლით პირდაპირ გაიზრდება ცნობადობა, რასაც ბაზრის მიმზიდველობა მიყვება. ამ დონის კომპანიის საქართველოში ექსპანსია სიგნალია სხვა ინვესტორთათვის და ხაზს უსვამს სანდოობის და პოზიტიური მოლოდინების ასპექტს.
გარდა პირდაპირი ეფექტისა ჩვენს სექტორზე, ამ მნიშვნელობის პროექტს ირიბი გავლენა ექნება თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე. იელთი ჯგუფი, როგორც ყველა საღი ბიზნესი, ძალიან გულშემატკივრობს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას.
უახლესი
20 წუთის წინ
მალე თბილისში EMAAR ჯგუფის ოფისი გაიხსნება2 საათის წინ
გორგია DolceVita-ს ექსკლუზიური იმპორტიორია3 საათის წინ
ლარი ისევ გამყარდა