საქართველოს სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორებს ბადენბადენში ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეხვდნენ. ბადენბადენი 2024-ის ქართული საღამო 22 ოქტომებრს გაიმართა და მას საერთაშორისო მასშტაბით, 200-ზე მეტი დაზღვევისა და გადაზღვევის პროფესიონალი დაესწრო.
ღონისძიება დაზღვევის სავალდებულო ცენტრის (CIC) მხარდაჭერითა და სადაზღვევო ბროკერების(FRANI, CIB, PrioGe, GrECo, Resolution, G.S., DEDA) ჩართულობით ჩატარდა და მისი მიზანი სადაზღვევო და გადამზღვევი კომპანიების შესაძლებლობების გაზრდა, რისკების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება და ბაზრის განვითარება იყო.
“ალდაგი უკვე მეორე წელია გადაზღვევის მიმართულებით - Aldagi RE მონაწილეობს ღონისძიებაში. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია დაზღვევისა და გადაზღვევის მიმართულებითკომპანიებისა და ბროკერებისთვის გადაზღვევის შესაძლებლობების გაფართოებისთვისა დაბაზრის სამომავლო პოტენციალის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, ჩვენს საერთაშორისოპარტნიორებს მაღალი ხარისხის დაზღვევისა და გადაზღვევის პროდუქტი შევთავაზოთ, გავაფართოვოთ შესაძლებლობები და გავზარდოთ რისკების მიმართ მდგრადობა,” - დავით ეჯიბია, ალდაგისშემომავალი გადაზღვევის დეპარტამენტის დირექტორი;
ალდაგმა გადაზღვევის მიმართულება - Aldagi RE 2022 წელს დააფუძნა და საქართველოში შექმნაპირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშიაწარმოდგენილი.
უახლესი