საქართველოს რკინიგზისა და ავტომწარმოებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში მანქანებს რკინიგზის მეშვეობით ჩაიყვანენ. მარშრუტი შემდეგია: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით, მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ.
მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები რეგულარული გახდეს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
პირველი გადაზიდვისთვის მომზადებული ტრანსპორტი ფოთის პორტში ავტომწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა პირადად დაათვალიერეს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა