საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხორესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჩინეთის ელჩმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტისთანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარი შეეხო პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული დახალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და უვიზო რეჟიმი ხელს უწყობს ქართულ-ჩინური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას, აძლიერებს ხალხთაშორის კონტაქტებს, ბიზნესკავშირებს დაეკონომიკურ თანამშრომლობას. ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის მნიშვნელობას და საქართველოს სატრანზიტო როლს.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი შუა დერეფნის განვითარებას, უსაფრთხოებასა და ეფექტიანად ფუნქციონირებას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში და საერთაშორისო დონეზე არსებულგამოწვევებზე და ხაზი გაესვა სტაბილურობისა და მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატს პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლა.
უახლესი
3 საათის წინ
1 ევროს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7865 ლარია