დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს გაეროს ასოციაცია ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდულ ქსელს აფართოებს და მოხალისეებს ეძებს

საქართველოს გაეროს ასოციაცია ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდულ ქსელს აფართოებს და მოხალისეებს ეძებს

29-11-2023 04:29:58

საქართველოს გაეროს ასოციაცია აფართოებს ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდულ ქსელს და აცხადებს მოხალისეების მიღება.

პროგრამის მიზანია სამიზნე რეგიონებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საყოველთაობის უზრუნველყოფა, ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობა.

ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში მონაწილეები, 2023 წლის მოხალისეებთან ერთად მთელი წლის განმავლობაში ჩაერთვებიან სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებში: მოსახლეობასთან შეხვედრები მთელს საქართველოში, საზოგადოებრივი პროგრამების გაუმჯობესება/დანერგვა, ახალგაზრდულ ცენტრებთან ერთად საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული აქტივოებების განხორციელება, თანამშრომლობა ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე დაწესებულებებთან, თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, სოციალური მედია კამპანიების განხორციელება, სტატიებზე მუშაობა, რომელიც გაზრდის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

პირველ ეტაპზე, 14-18 დეკემბერს, სტუდენტები გაივლიან ტრენინგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაზისურ საკითხებზე: გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის, ზოონოზური ინფექციების საფრთხეების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, ბავშვთა ინფექციების, ვაქცინაციის, ჰიგიენის, კვებითი ჯანმრთელობის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, დამოკიდებულებების, თამბაქოს კონტროლის, ანტიმიკრობული რეზისტენტობის და სხვა საკითხების გარშემო და ინტერესების შესაბამისად, გადანაწილდებიან სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით.

  •  ვის შეუძლია გახდეს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ქსელის წევრი?

ახალგაზრდულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის მიმართულების სტუდენტებს შეუძლიათ, რომელებიც გაივლიან შერჩევის ეტაპებს (სარეგისტრაციო ფორმის შევსება, გასაუბრება).

სარეგისტრაციო ფორმა - https://form.jotform.com/una_una700/Health შევსების ვადა: 4 დეკემბერი, 18:00. გასაუბრება: 5-7 დეკემბერი

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ცოდნა და გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, შეხვდნენ დარგის სპეციალისტებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მეცნიერებს, აქტივისტებს და სხვა.

ასევე ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ პოტენციური დასაქმების ადგილებთან: სამედიცინო დაწესებულებებთან, ჯანდაცვის კერძო და საჯარო ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან, ლაბორატორიებთან და სხვა.

ახალგაზრდული პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები