დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების მესამე ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების მესამე ანგარიშს აქვეყნებს

14-11-2023 13:13:55

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების მორიგ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში არსებულ ტენდენციებს, გატარებულ პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებს მიმოიხილავს. მდგრადი დაფინანსების მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით და ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და გეგმების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ანგარიშის გამოქვეყნება 2021 წლიდან დაიწყო.


მდგრადი დაფინანსების ანგარიში ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ პოლიტიკას აღწერს. აქვე წარმოდგენილია მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი პროექტები. მეორე ნაწილი კი მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ფინანსურ სექტორში არსებულ ტენდენციებს მიმოიხილავს. კერძოდ, გაანალიზებულია კომერციული ბანკების მიერ 2022 წელს ESG ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაცია. აღნიშნული ფორმების შევსება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების გამჟღავნების სავალდებულო მოთხოვნის ფარგლებში 2021 წლიდან განხორციელდება. თითოეული ბანკის მიერ შევსებული ESG ფორმა ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.


ეროვნული ბანკი აქტიურად  განაგრძობს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებას და მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის შესრულებას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები