ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ის ანგარიშშია ნათქვამი.
2013 წლიდან 2022 წლამდე ფულადი გზავნილების ოდენობა, როგორც მშპ-ს წილი, 11%-დან 16%-მდე გაიზარდა.
„2013 წლიდან 2022 წლამდე საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 196%-ით გაიზარდა (1.48 მილიარდი აშშ დოლარიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარამდე).
ფულადი გზავნილების წლიური მოცულობის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2021 წლიდან 2022 წლამდე (86%).
2022 წელს მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებული იყო რუსეთიდან ფულადი გზავნილების თვალშისაცემი ზრდით (0.41 მილიარდი აშშ დოლარიდან 2.1 მილიარდ აშშ დოლარამდე)“- ნათქვამია ანგარიშში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა