დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ეკონომიკა წელს 9%-ით გაიზრდება - Galt & Taggart-ი

საქართველოს ეკონომიკა წელს 9%-ით გაიზრდება - Galt & Taggart-ი

18-11-2024 16:13:00

წამყვანი საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის განახლებული პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა9%-ით გაიზრდება. 

„საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 7.8%-ით გაიზარდა 2023 წელს, რაც 0.3პპ-ით აღემატება წინა შეფასებას. ამასთან, საქსტატმა ზრდის მიმართულებით დააკორექტირა 1Q24 და 2Q24-ის რეალური მშპ-ს ზრდის ტემპები, შესაბამისად 0.3პპ და 0.1პპ-ით 8.7% და 9.7%- მდე. 

შედეგად, 2024 წლის პირველ ნახევარში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 9.2% შეადგინა. შესაბამისად, საქსტატის 3Q24-ის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების გათვალისწინებით (+11.1% წ/წ), საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.9%-ით გაიზარდა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში. 

ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 9.0%-ით გაიზრდება 2024 წელს, ხოლო 6.0%-ით 2025 წელს“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები