დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ღვინის სააგენტოს ორგანიზებით ქართველი  მეღვინეები კორეელ ღვინის პროფესიონალებს შეხვედნენ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ღვინის სააგენტოს ორგანიზებით ქართველი მეღვინეები კორეელ ღვინის პროფესიონალებს შეხვედნენ

10-11-2023 17:41:07

საქართველოს ბანკი სტუმარმასპინძლობის და ღვინის ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, ბანკმა ღვინის ეროვნული სააგენტოსთან და კორეულ მარკეტინგულ კომპანია „Wine21.com” - თან ერთად, ქართველი მეღვინეებისთვის კორეელ ღვინის პროფესიონალებთან და ჟურნალისტებთან შეხვდრა გამართა.  

შეხვედრის მიზანს ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენდა. მას ესწრებოდნენ იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელი პირები, ჟურნალისტები და ინფლუენსრები. მეღვინეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურად შეხვედროდნენ ღვინის პროფესიონალებს და გაეცნოთ საკუთარი პროდუქტი. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს საქართველო - კორეას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრების მხრიდან მაღალია ინტერესი, მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდას კორეის ბაზარზე.

„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ღვინის ბიზნესის მხარდაჭერაა და  ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. საქართველო ღვინის სამშობლოა, რომელსაც უნიკალური 8000 წლიანი ტრადიაცია აქვს და ამ შეხვედრის მიზანსაც კორეელი ღვინის პროფესიონალებისთვის ადგილობრივი ღვინის გაცნობა, ქართველი მეღვინეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და ექსპორტზე გასვლის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები ქართული ღვინის პოპულარიზაციას და საგარეო ვაჭრობის გაზრდას  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის გაძლიერების საწინდარია“ - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა

ინფორმაციისთვის, ღვინის და სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ხელშეწყობის  მიზნით  საქართველოს ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის არაერთი  პროდუქტი შექმნა.  აგროპროდუქტების შესახებ არსებული შესაძლებლობების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს:

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები