საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის თქმით კი, ბანკისთვის აგრო ბიზნეს პორტფელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბანკის ხელმძღვანელის განმარტებით, „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, რომლის თემაც იყო „აგრარული პოლიტიკა საქართველოში“ მხარეებმა ფერმერებისთვის იაფიან რესურსზე ხელმისაწვდომობაზეც იმსჯელეს.
„საინტერესო მსჯელობა შედგა სოფლის მეურნეობის დარგში დაფინანსებასთან დაკავშირებით. ასევე ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა გამოწვევები აქვს დარგს ამ კუთხით და როგორია სახელმწიფოს როლი სხვადასხვა ტიპის სუბსიდიების მიმართულებით. „დანერგე მომავალი“ იქნება ეს თუ ტექნიკის შეძენის ნაწილში დახმარებები უმნიშვნელოვანესია. დადებით შედეგებს აქ ვხედავთ. ვისაუბრეთ ასევე სხვადასხვა გამოწვევებზე, რომლის დაძლევაც შესაძლებელია, რათა ფერმერებს წვდომა ჰქონდეთ მეტ იაფიან რესურსზე. საქართველოს ბანკის აგრო ბიზნეს პორტფელი წლიდან-წლამდე იზრდება და ამ კუთხით საკმაოდ დიდი ზრდა გაქვს განსაკუთრებით მსხვილ აგრო ბიზნეს სესხებთან მიმართებით“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.
მიმდინარე ღონისძიება პროექტ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში უკვე მეცხრე დისკუსიაა. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან დისკუსიების პარტნიორია ევროპის ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies, მათ მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ.
ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა