დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ავტობაზარი პროფიციტიდან დეფიციტში გადავიდა, შუა აზიის ქვეყნებში რეექსპორტზე მოთხოვნა იზრდება - „კავკასიის ავტოიმპორტი“

საქართველოს ავტობაზარი პროფიციტიდან დეფიციტში გადავიდა, შუა აზიის ქვეყნებში რეექსპორტზე მოთხოვნა იზრდება - „კავკასიის ავტოიმპორტი“

02-09-2024 18:00:00

როდესაც მაღალი მოთხოვნაა, დილერებს შემოჰყავთ ავტომობილები და ბაზარზე ქმნიან პროფიციტს. რაღაც ეტაპის შემდეგ ხდება პროფიციტის გაწოვა, შემდეგ კი ბაზარი კვლავ დეფიციტური ხდება, - ამის შესახებ  Business Insider Georgia- თან ,,კავკასიის ავტოიმპორტის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი სურგულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შუა აზიის ბაზრებზე საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზე მოთხოვნა მზარდია.

„ავტომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ყაზახეთი, ყირგიზეთი და სხვა ქვეყნები, ძირითადად შუა აზიის მიმართულება, მეორადი ავტომობილებით რუსეთიდან მარაგდებოდა. ახლა რუსეთს უკვე თვითონ აქვს დეფიციტი და ამ ქვეყნების ბაზრებზე ავტომობილებს ვეღარ გზავნის.

ჩამოთვლი ქვეყნებში მოთხოვნა გაიზარდა, რასაც საქართველოს ბაზრიდან იმპორტით იკმაყოფილებენ“ - ამბობს გიორგი სურგულაძე.

როგორც ,,კავკასიის ავტოიმპორტის" აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, საქართველოში ყველაზე მეტი ავტომობილი აშშ-დან იმპორტირდება, ხოლო დანარჩენი ქვეყნები მცირე წილით არიან წარმოდგენილი და ბაზარზე ამინდს ვერ ქმნიან.

„აშშ-დან ავტომობილების ექსპორტი იზრდება, რადგან საქართველოდან რეექსპორტი მზარდია. ამ კუთხით საქართველო შუა აზიის ბაზარზე კიდევ უფრო პოპულარული ხდება და მოსალოდნელია, რომ ყაზახეთსა და ყირგიზეთში მოთხოვნა გაიზრდება, რადგან რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩართული და ამ ქვეყანაში წარმოება და ავტომობილების იმპორტი სავარაუდოდ დიდხანს ვერ აღდგება. შესაბამისად, საქართველოს მიმართულება მოთხოვნადი კარგა ხანს იქნება“, - ამბობს გიორგი სურგულაძე. 

2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 1,607,996.85 ათასი დოლარის ღირებულების 104,845.00 ერთეული ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა. 2023 წლის იანვარ-ივლისში კი  123,410.00 ერთეულის, რომლის ღირებულებაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს აჭარბებს. 2023 წლის 7 თვეში ქვეყანაში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების ღირებულებამ 1,876,418.96 ათასი დოლარი შეადგინა.

როგორც ცნობილია ბოლო წლებში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების სტატისტიკა მზარდია. თუმცა იმპორტის კუთხით რეკორდული წელი 2023 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ 3,323,596.01 ათასი დოლარის ღირებულების 219,638.00 ავტომობილი იყიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მსუბუქი ავტომობილების იმპორტის კუთხით ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები