საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირებულია. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე 114,913.79 ათასი დოლარის ღირებულების 94,330.66 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მისი ექსპორტი 178,541.26 ტონას აღწევდა. შესაბამისად ფეროშენადნობების ექსპორტი 89%-ითაა შემცირებული.
მიმდინარე წელს ფეროშენადნობების ექსპორტი 21 ქვეყანაში განხორციელდა, თუმცა ლიდერი მაინც რუსეთია, სადაც ფეროშენადნობების მთლიანი ექსპორტის 38%-ი გავიდა. მეორე ადგილზეა აშშ (25%), ხოლო მესამეზე თურქეთი (22%).
რუსეთი - 36,244.93 ტონა
აშშ - 23,524.28 ტონა
თურქეთი - 20,365.30 ტონა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტმა მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ ექსპორტზე 299,384.71 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება