2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 76 218 770 დოლარის ღირებულების ოქრო გაიტანა. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის 9 თვეში ქვეყნიდან 1.89 დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.99 ტონა. შესაბამისად, საქართველოდან ოქროს ექსპორტი 5%-ითაა შემცირებული.
საქართველოდან ოქროს ექსპორტისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა. სწორედ შვეიცარიაში იყიდება საქართველოდან ექსპორტირებული ოქროს 93%-ი.
ქვეყნები, სადაც საქართველო ოქროს ექსპორტს ახორციელებს:
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ოქროს ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2010 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 7.19 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა.
უახლესი