დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი შემცირდა

საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი შემცირდა

14-04-2023 11:05:43

2023 წლის პირველ კვარტალში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 11%-ით შემცირდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით 2023 წლის იანვარ-მარტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 4 010,668 ტონა შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 483,077 ტონა. შესაბამისად კლება 10,54%-ია.

2023 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის პირველ კვარტალში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 25,76%-ია. 2019 წელს სამ თვეში აეროპორტი 5 402,380 ტონა ტვირთს მოემსახურა.

2020 წლის იანვარ-მარტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 3 971,812 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის იანვარ-მარტში  2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 0,98%-იანი კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება 2023 პირველი კვარტლის მაჩვენებლების შედარებას 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან კლება 8,02%-ია. 2021 წლის პირველ კვარტალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 4 360,362 ტონა ტვირთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები