„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, პარლამენტმა 79 ხმით მიიღო.
კანონპროექტით მოხდება 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე წარმოშობილი და გადაუხდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" კანონის შესაბამისი მუხლით დადგენილი მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის დარიცხული/დაკისრებული მოსაკრებლის თანხა ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმის და საურავის ჩამოწერა.
აღნიშნული ხელს შეუწყობს იმ პირთა სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, რომლებზეც ზეგავლენას ახდენდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები; აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსს გარდამავალი ნორმა დაემატება.
„საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პარლამენტის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ წარადგინა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ფიზიკური და იურიდიული პირების ჯამური დავალიანება 2.8 მლნ. ლარს შეადგენს და ეს ის ლიცენზიანტები არიან, რომლებმაც გარკვეული მიზეზებით, მათ შორის, კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მიწისქვეშა მტკნარი წყლის რესურსების მოპოვება ვერ განახორციელეს.
უახლესი
10 წუთის წინ
10 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.5%-ით გაიზარდა17 წუთის წინ
ოთარ შამუგია კომპანიას „ყვარლის ბაგა“ სტუმრობდა48 წუთის წინ
2025 წლიდან თიბისი ბანკს ახალი სათავო ოფისი ექნება17 საათის წინ
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა