მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზატორი და საკონსულტაციო კომპანია ,,აგროსიმა აგრარული პრეპარატების ასორტიმენტთან ერთად სათესლე მასალის პორტფელსაც ზრდის.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს „აგროსიმამ“ 2024 წელს ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში თურქული კომპანია ბიოკეტის F1 თაობის მაღალმოსავლიანი ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალების იმპორტი განახორციელა.
„კომპანია ბიოტეკი არის თურქეთის წამყვან სათესლე კომპანიებს შორის თავისი დაახლოებით 5000 ტონა/წლიური წარმოებითა და გადამუშავებით და მრავალი სტანდარტული და ჰიბრიდული თესლის ჯიშით. კომპანია დაარსდა 2001 წელს და აწარმოებს ბოსტნეულის, მინდვრის და საკვები კულტურების სათესლე მასალას. ასევე ფლობს არაერთ უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
როგორც „აგროსიმაში“ აცხადებენ, ამ ეტაპზე კომპანიის პორტფელშია ორი სხვადასხვა ჯიშის სიმინდის ჰიბრიდული სათესლე მასალაა: BT 6470 - სასილოსე ჰიბრიდი - ეს არის FAO 700 ჯგუფში შემავალი მაღალმოსავლიანი სიმინდის ჰიბრიდული ჯიში, რომელიც გამოიყენება როგორც მაღალი ხარისხის სილოსის წარმოებისთვის, ასევე მარცვლის მისაღებად. ჯიში ხასიათდება ძლიერი ფესვთა სისტემით და არის გვალვაგამძლე.
„ეს კონკრეტული ჰიბრიდი გამოირჩევა მარცვლისა და ფოთლის მაღალი თანაფარდობით და მაღალი კვებითი ღირებულებით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სილოსის წარმოების პროცესში. BTK 2342 - სამარცვლე ჰიბრიდი - ეს არის FAO 620-630 ჯგუფში შემავალი ჰიბრიდი, მაღალმოსავლიანი და სტაბილური ჯიშია მარცვლის წარმოებისას. არის ძალიან გამძლე გვალვისა და სტრესის მიმართ, აქვს სწრაფი შრობის უნარი. მისი სავეგეტაციო პერიოდია 115-120 დღე. ორივე ჰიბრიდის საჰექტარო პოტენციური მოსავლიანობაა12-14ტ/ჰა“, 2024 წელს საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე დაითესა ორივე ჯიშის ჰიბრიდი, მიღებული შედეგებით კი ბიოტეკის ჰიბრიდები ტაროზე მარცვლის რაოდენობით გაცილებით აღემატებოდა სხვა არსებულ ჰიბრიდულ სიმინდებს, ასევე სამარცვლე ჰიბრიდი BTK 2342 დაკვირვების შედეგად უპირატესი აღმოჩნდა შრობის დროს, რადგან მისი წონის დანაკარგი იყო შედარებით ნაკლები“,- აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიამ საწყის ეტაპზე საქმიანობა 5 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 60-მდეა. „აგროსიმაში“ სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 5 აგრონომია. კომპანიის მიზანი ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფაა, უფრო ვრცლად მისი საქმიანობის შესახებ მოცემულია ელექტრონულ მისამართზე: www.agrosima.ge
უახლესი