საერთო მოგების მარჟა თბილისის დეველოპერულ პროექტებში საშუალოდ 36%-ია, - ნათქვამია მიმოხილვაში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.
მიმოხილვის თანახმად, საშუალოზე მაღალი მოგების მარჟა საბურთალოზე, ვაკესა და ისანი/სამგორი/ვარკეთილის უბნებშია, თუმცა საშუალოს მეტად ჩამორჩება ლისი და გლდანი-მუხიანი;
საერთო მოგების მარჟა თბილისის დეველოპელურ პროექტებში - წყარო: სებ
საბურთალო - 41%;
ვაკე - 38%;
ისანი-სამგორი -38%;
ბაგები -36%,
დიდუბე-ნაძალადევი -35%;
კრწანისი - 29%;
ლისი - 25%;
გლდანი-მუხიანი - 18%.
„უზარალობის ფასი ყველაზე მაღალი ვაკეშია, მიუხედავად ამისა ამ უბანში ყველაზე მაღალი სარეალიზაციო ფასის წყალობით ერთ-ერთი უმაღლესი საერთო მოგების მარჟაა“,- ნათქვამია მიმოხილვაში.
უახლესი
1 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად13 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა23 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა