საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 6%-დან 6,2%-მდე გაზარდა. ამის შესახებ საფინანსო ინსტიტუტის ოქტომბრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
გარდა ამისა, სავალუტო ფონდი 2024 წლისთვის საქართველოს მშპ-ის ზრდას 4,8%-ის დონეზე პროგნოზირებს.
პროგნოზის თანახმად, მოსალოდნელია, რომ საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მიმდინარე წელს 2,4%-მდე, მომავალ წელს კი 2,7%-მდე გაიზრდება.
სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2023 წელს უმუშევრობა 18,4%-ს შეადგენს, 2024 წელს კი 18,6% იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სექტემბრის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%-დან 6,5%-მდე გაზარდა.
აგვისტოში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2023 წელს 5-დან 6%-მდე გაზარდა.
გარდა ამისა, ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4,4%-დან 5,9%-მდე გაზარდა.
ხოლო აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წელს საქართველოში ეკონომიკა 6%-მდე გაიზრდება.
უახლესი
8 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს27 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”