პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს ეკონომიკაზე გაკეთებული შეფასების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ მსოფლიოში ზოგიერთ საფინანსო ინსტიტუტს ან სარეიტინგო კომპანიას გააჩნია მეტი რეპუტაცია ან ნაკლები რეპუტაცია, მაგრამ ორი ინსტიტუტი ცალსახად სტანდარტის შემქმნელია ეკონომიკური პოლიტიკის შეფასების კუთხით. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. ორივე ინსტიტუტი ადასტურებს საქართველოში ჩვენი პოლიტიკის გამჭრიახობასა და ეფექტურობას“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა 2029 წელს ექნება და მსოფლიოს პირველ სამეულში მოხვდება.
საქართველოს ეკონომიკის წინსვლის შესახებ დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სპეციალურ რეპორტაჟში.
უახლესი