22 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროექტის „ააშენე საქართველო“ 2023-2024 წლის გახსნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ალან ს. პერსელი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამის დირექტორი ჯონ დიპირო გახსნიან.
პროექტი „ააშენე საქართველო“ მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროში წარმატებული ლიდერებისა და წამყვანი ექსპერტების ჩართულობას საქართველოში მიმდინარე პროცესებში, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. მასში ჩართულია ღია კონკურსის წესით შერჩეული 70 მონაწილე, შემდეგი სამიზნე ჯგუფებიდან: ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები, რელიგიური ორგანიზაციები, ახალგაზრდები, ხელოვნების და კულტურის წარმომადგენლები.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ექსპერტ ფასილიტატორების მხარდაჭერით, გამოიყენებს საზოგადოებრივი დიალოგის მიდგომას, რათა შექმნას საერთო საფუძველი სხვადასხვა აქტორებს შორის, რაც ხელს შეუწყობს არაფორმალურ გარემოში, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიისა და კომპრომისის გზით, კონსენსუსის მიღწევას.
*პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა