დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო ბაზარზე ყავის ფასი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა

საერთაშორისო ბაზარზე ყავის ფასი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა

26-03-2025 11:00:00

ორ თვეში საქართველომ თითქმის 7 მლნ დოლარის ყავა იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 6,979.34 ათასი დოლარის ღირებულების 1,074.60 ტონა ყავა იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5,108.03 ათასი დოლარის ღირებულების 1,350.85 ტონა ყავა/ ეს მაჩვენებლები კი იმას ნიშნავს, რომ მოცულობის მხრივ ყავის იმპორტი 20%-ითაა შემცირებული. თუმცა აღნიშნული მაჩვენებლები იმასაც ასახავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ყავის ფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

ანუ გამოდის, რომ მიმდინარე წელს 1 ტონა ყავის მარცვალში ქვეყანამ საშუალოდ 6 495 დოლარი გადაიხადა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 781 დოლარი.

2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში იმპორტირებული ყავის 53%-ი ინდონეზიაზე მოდის.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყავის მარცვლების იმპორტი განახორციელა:

  • ინდონეზია - 570.60 ტონა;
  • რუსეთი - 127.18 ტონა;
  • ვიეტნამი - 96.60 ტონა;
  • იტალია - 81.24 ტონა;
  • გერმანია - 40.59 ტონა;

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს 39,310.99 ათასი დოლარის ღირებულების 7,276.63 ტონა ყავა იყიდა. არსებული სტატისტიკით კი საქართველოში ყავის იმპორტი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში 7,660.00 ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები