დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წელს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალურია - სოსო ფხაკაძე

2025 წელს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალურია - სოსო ფხაკაძე

28-03-2025 17:11:00

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პროგნოზით 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 8%-ით გაიზარდოს. აღნიშნული პროგნოზის შესახებ განცხადება ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ფორუმის შემდეგ კი BAG-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ გაკეთებული ანალიზის საფუძველზე ფიქრობენ, რომ „ეს ციფრი რეალური იქნება“. 
„ჩვენი ასოციაცია წარმოადგენს ეკონომიკის 70%-ზე მეტს, ჩვენ ვფარავთ ყველა სექტორს და ეკონომიკის პულსზე გვიდევს ხელი.  BAG-ის ინდექსიც ამაში გვეხმარება. ვფარავთ, როგორც საფინანსო ისე არასაფინანსო სექტორს. ძალიან კარგი პროფესიული ანალიზების გაკეთების საშუალება გაქვს და აი ამ ყველა ინფორმაციაზე დაყრდნობით ვფიქრობთ, რომ ეს ციფრი რეალური იქნება“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ. 
 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები