დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უახლოეს მომავალში სამი ახალი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ  -  „იელთი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი

უახლოეს მომავალში სამი ახალი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ - „იელთი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი

31-03-2025 12:00:00

ეს ზაფხულიც იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა წლის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „იელთი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა მახარაძემ განაცხადა, რომელიც ეკონომიკური ფორუმის მე-17 დისკუსიას დაესწრო. 

„თავის მოტყუება იქნება იმაზე საუბარი, რომ თითქოს რეგიონული გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენზე გავლენას შეიძლება ვერ ახდენდეს. თუმცა შარშანდელი წლიდან გამომდინარე და იმ მაჩვენებლიდან გამომდინარე, რაც ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, ეს იყო სარესტორნო ბიზნესის მიმართულებით და სასტუმრო მასპინძლობის სფეროში არსებული ზრდის ტენდენციები რაც გვაქვს, საიმედო პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს. რომ ეს ზაფხულიც იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა წლის, როცა საქართველოში ე.წ ტურიზმის ბუმი იყო“, - აღნიშნა მამუკა მახარაძემ. 

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ „იელთი ჯგუფი“ უახლოეს პერიოდში რამდენიმე გრანდიოზული პროექტის დაწყებას გეგმავს და ეს ყველაფერი იმ ეკონომიკური ტენდენციებიდან გამომდინარეობს, რაც ქვეყანას აქვს. 

„დიახ, შეგვიძლია უახლოესი რამდენიმე წლის პროგნოზი შემოგთავაზოთ და მინდა გითხართ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ახალი სამი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ. დადებითი საპროგნოზო მაჩვენებლები, რომ არ გვქონდეს და მოლოდინები ნამდვილად არ დავიწყებდით დროის ამ მოკლე მონაკვეთში ძალიან გრანდიოზულ, დიდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას. ეს არის 3 ბათუმში და ერთი ახალი პროექტი დედაქალაქში, რომელსაც წლის ბოლოს შევთავაზებთ საზოგადოებას თუ რომელი ბრენდის ქვეშ და რა კომპლექს შენობას ვიწყებთ“, - განმარტა მამუკა მახარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსია გაიმართა, რომლის  თემა „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა | ხელისუფლების როლი“ იყო.

2025 წლის ეკონომიკური ფორუმის დისკუსიათა სერია ტრადიციულად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები