დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მეტროპოლმა“ პირველი პროექტი დაასრულა - „მეტროპოლ ბაგების“ მობინადრეებს ბინები გადაეცათ

„მეტროპოლმა“ პირველი პროექტი დაასრულა - „მეტროპოლ ბაგების“ მობინადრეებს ბინები გადაეცათ

28-03-2025 19:22:00

თბილისს ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შეემატა. „მეტროპოლმაპირველი პროექტი დათქმულ ვადებში დაასრულა და დედაქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანშიმეტროპოლ ბაგებისმესაკუთრეებს უკვე გადასცა ბინები, რომლებიც ჩაიფიქრეს.

პროექტი, რომელიც 3 წლის წინ დაიწყო, ყველა გეგმის დაცვით განხორციელდა. „მეტროპოლმასაძირკვლის ჩაყრიდან ყველა ეტაპი ზუსტი ვადების დაცვით გაიარა. სისტემური და სწრაფი პროცესის მართვით, დეველოპერულმა კომპანიამ შეძლო დამეტროპოლ ბაგების“ 14-სართულიანი კორპუსი თეთრი კარკასის მდგომარეობამდე მიიყვანა.

14-სართულიანი კორპუსი 96 საცხოვრებელი ფართით წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს არის განთავსებული. გადატვირთული ქალაქის ფონზე ეს ადგილი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ზონად მიიჩნევა, რაც თანამედროვე მცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეკოლოგიურად სუფთა ლოკაციასთან ერთად, კარგად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მრავალფუნქციური კომპლექსის კიდევ ერთი უპირატესობაა. ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ უბანში მდებარე ახალი საცხოვრებელი კორპუსის პირველ ორ სართულს კომერციული და საოფისე ფართები იკავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება რამდენიმე მეტრის დისტანციაზეა. შენობა ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდთან ახლოს მდებარეობს.

 

 

გიორგი მხეიძე, „მეტროპოლისგენერალური დირექტორი: ბაგები“ „მეტროპოლისპირველი პროექტია, რომელიც დათქმულ ვადებში დავასრულეთ. ეს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულების დამსახურებაა. მშენებლობის დაწყების პირველივე წუთიდან ვიცავდით ყველა სტანდარტს, რათა მომხმარებლებისთვის ჩაგვებარებინა ზუსტად ის ბინები, რომლებიც ჩაიფიქრეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროცესში ჩართული იყვნენ ჩვენი მომავალი მობინადრეები და პროექტის ყველა ეტაპზე მათ დეტალურ ინფორმაციას ვუზიარებდით.

ჩვენთვის მცხოვრებლების კმაყოფილება უმნიშვნელოვანესი მიზანია. მინდა აღვნიშნოის, რომმეტროპოლისთვისმათთან ურთიერთობა ბინების გადაცემით არ სრულდება, ჩვენ მათთან ერთად ვაგრძელებთ სვლასა და განვითარებას“.

ირაკლი აბულაძე, „მეტროპოლისგენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: მეტროპოლისგუნდისთვის ბაგები განსაკუთრებული და გამორჩეულია, რადგან სწორედ ამ პროექტით გამოვჩნდით საქართველოს ბაზარზე. აღსანიშნავია ის, რომ უმაღლესი ხარისხითა და სტანდარტების სრული დაცვით შევძელით პირველი საცხოვრებელი კორპუსის აშენება. ჩვენი საქმიანობის სტანდარტი მშენებლობის თანამედროვე მიდგომები, საგანგებოდ შერჩეული ადგილმდებარეობა, ეკომეგობრულობა და მომხმარებლის კომფორტსა და ინტერესებზე მორგებული საცხოვრებელი ფართების შეთავაზებაა. გვიხარია, რომმეტროპოლ ბაგებისმობინადრეებს უკვე გადავეცით ბინები, რომლებიც მათ ჩაიფიქრეს“.

მეტროპოლ ბაგებისმრავალსართულიან კორპუსში ბინების ფართი 54.2 კვ.-დან 107.5 კვ.-მდეა. ჭერის სიმაღლე კი 3 -ია. შიდა სამუშაოებისათვის კომპანიამ პემზა ბლოკი შეარჩია, რაც საცხოვრებელ ფართში მეტ კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის. რაც შეეხება შიდა კედლებს, კედლები პერლიტის შემცველი მასალით არის გალესილი, რომელიც თბოგამტარიანობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მობინადრეებს ხმაურისაგან მაქსიმალურად იცავს.

სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაგეგმარებულ კორპუსში მესაკუთრეები თანამედროვე ბინებში იწყებენ ცხოვრებას, სადაც მთავარი აქცენტი ენერგოეფექტურობაზე, ჭკვიანი სახლის სისტემასა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებზე გაკეთდა.

საცხოვრებელ კორპუსში გათვალისწინებულია ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემა, ასევე ვიდეოსათვალთვალო კამერები ჰოლში, დერეფნებში, კიბესა და კიბის უჯრედებისთვის გამოყოფილ სივრცეში, ასევე ეზოს ტერიტორიაზე, რაცმეტროპოლ ბაგებშიმცხოვრები ოჯახებისთვის დამატებითი უსაფრთხოების წინაპირობაა.

ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე მასალების გამოყენებით, საცხოვრებელი კორპუსი საიმედო მონოლითური ჩარჩოს მშენებლობის ტექნოლოგიით აშენდა. ფასადები ხის ფორმის ბოჭკოვანი ცემენტის პანელებითა და ფილების კომბინაციით დაიფარა. შენობის გარკვეული ნაწილი კივიტრაჟულია, რასაც შუშის ღია აივნები ემატება.

კეთილმოწყობილი და ფუნქციურად დატვირთულია კომპლექსის ეზო. გამწვანებულ ტერიტორიაზე განსაკუთრებული ადგილი საბავშვო სათამაშო მოედანსა და მოსასვენებელ სკვერებს უჭირავს. მრავალფუნქციური კომპლექსის სიახლოვეს მდებარე კომერციული თუ სოციალიზაციის სივრცეები კიცხოვრებისათვის კიდევ უფრო მეტ კომფორტს ქმნის.

ბაგების კომპლექსის გარდა, „მეტროპოლსამჟამად კიდევ ხუთი მიმდინარე პროექტი აქვს თბილისსა და ბათუმში. დეველოპერული კომპანია 2025 წელს 6 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს.

---

მეტ­რო­პო­ლის შე­სა­ხებ: დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია მეტ­რო­პო­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნიას ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შვიდი პრო­ექტი აქვს. თბი­ლის­შიმეტროპოლ ბაგებიუკვე დასრულებულია. ასევე მიმდინარეობს "მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძი­სადა "მეტ­რო­პოლ ორ­თა­ჭა­ლასმშე­ნებ­ლო­ბა. 2025 წელს დაიწყო კომპანიის პირველი სუბურბანული პროექტისმეტროპოლ ლისისმშენებლობა. ბა­თუმ­ში კიმეტ­რო­პოლ კუბიდა "მეტ­რო­პოლ ოვა­ლიშენ­დე­ბა, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან, Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა. ბა­თუმ­ში­ვე და­­წყო ახა­ლი პრო­ექ­ტისპა­რა­ლე­ლისმშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით.

მეტ­რო­პო­ლისმშე­ნებ­ლო­ბე­ბის ჯა­მუ­რი ფარ­თი 545 000 კვ.-ზე მე­ტია და მთლი­­ნო­ბა­ში 3500 ბი­ნას მო­­ცავს. დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია 2000-ამდე და­საქ­მე­ბულს აერ­თი­­ნებს და მისი ჯა­მუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა 1,050,000,000 ლა­რია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები