Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გირჩევთ სად გაერთოთ.
30 სექტემბერს, სეზონის დახურვაზე, Monkey -ის რეზიდენტი, Soulidan წარმოგვიდგენს:
DJOON 20 YEARS ANNIVERSARY with: Afshin / Franck Roger / Groove Boys Project / Karlainthemix / Soulidan
DJOON ლეგენდარული პარიზული კლუბია, რომელსაც მუდმივად სტუმრობენ გამორჩეული არტისტები და ჰაუს მუსიკის მოყვარულები როგორც ჩიკაგოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. “Djoon” სპარსული სიტყვიდან „სული“ მოდის და კლუბის ეს სახელი გამოხატულია მის მრავალფეროვან მუსიკალურ იდენტობაში - House, Disco, Funk, Reggae, Soul.
20 წლიანი ისტორიის აღსანიშნ საღამოზე დაუკრავს კლუბის რეზიდენტი და დამფუძნებელი, Afshin. მან კარიერა 90-იანი წლების პარიზის ჰაუს სცენაზე დაიწყო, Laurent Garnier-თან ერთად Acid House Party-ების მოწყობით. 2003 წელს კი DJOON დააარსა, რომელიც მალევე იქცა პარიზის ჰაუს კულტურის მთავარ ცენტრად.
Franck Roger - ფრანგი დიჯეი და პროდიუსერისთვის უცხო შეგრძნება სულაც არაა, როდესაც შენი ბავშვობის კუმირების აღიერებას იპოვებ. თუ მსოფლიოში ტურზე არ არის, მის პარიზულ სტუდიაშია და როგორც თვითონ აღნიშნავს, არასოდეს წყვეტს მუშაობას. მას უთანამშრომლია ისეთ ლეიბლებთან, როგორებიცაა Carl Craig-ის Planet-E, Real Tone Records, Desolat და ა.შ.
Groove Boys Project - ორი ფრანგი ახალგაზრდის, Boyzi & Projecture-ის პროექტია. ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში განსწავლილი დიჯეების ოსტატური სეტები ძირითადად ორიენტირებულია ჟანრებზე: Funk, Soul, Disco, 90’s House.
Karlainthemix - კიდევ ერთი DJOON-ის რეზიდენტი და ამომავალი ვარსკვლავია. კარლა პარიზში დაფუძნებული ფინელი დიჯეია, ვისთვისაც მუსიკა განწყობის მთავარი წყაროა და თუ დეკების უკან არ დგას, მაშინ საცეკვაო მოედანზე მაინც აუცილებლად შეამჩნევთ.
Soulidan - ჩვენი რეზიდენტის, თაზო ცხაკაიას პროექტია, რომლის კურატორობითაც იმართება ეს საღამო. მისი შემოქმედება მსმენელში ღრმა ემოციურ კომფორტს აღძრავს და როგორც სახელი გვეუბნება, ის არტისტის სულიდან მოდის. ყოველი მუსიკალური ფრაზა, ნოტი თუ მელოდია ატარებს პირად ისტორიას, რომელიც გაზიარებას უცდიდა.
Soulidan-ის რელიზებს ისეთი პლატფორმების ჰაუსის ჟანრის ტოპ ჩარტებში ვხვდებით, როგორიცაა Beatport და Traxsource.
30 სექტემბერს, KIBE-ს ტერასა, კლუბის KHIDI რეზიდენტებსა და ადგილობრივი სცენის გამორჩეულ არტისტებს: Vulkanski და Frequency Shifter უმასპინძლებს. მათთან ერთად სცენას გაიზიარებენ, ასევე ლოკალური სცენის წარმომადგენლები: გამოცდილი დიჯეი 1002 Nights და კლუბის რეგულარული შემსრულებელი Staox
შაბათს არტერიაში ჯაზის ჯემ სესია რეზო კიკნაძის კვარტეტთან ერთად
• რეზო კიკნაძე
• ლაშა დეისაძე
• გიორგი სამსონაძე
• გიორგი მელიქიშვილი
დრო: 21:00
მაგიდის დასაჯავშნად - 599 38 02 38 | მისამართი: ნ.ბარათაშვილის 7
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 30 სექტემბრიდან - 8 ოქტომბრამდე, ფონდ "ლირას" ორგანიზებით, საიუბილეო მე-10 სეზონს მუსიკის მოყვარულებთან ერთად საზეიმოდ აღნიშნავს.
ზღვისპირა ქალაქს 9 დღის განმავლობაში მოეფინება მუსიკის ჰანგები და მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად სცენაზე წარსდგებიან ახალგაზრდა ტალანტები.
კონცერტების გარდა მსმენელს შესაძლებლობა მიეცემა დაესწროს მასტერკლასებს, რეპეტიციებსა და გამოფენებს.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც წელს მეექვსეჯერ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი.
სექტემბერი 30 | შაბათი | ბათუმის მუსიკალური ცენტრი
20:00 - ბათუმის საფესტივალო ორკესტრი
ვერდი - ფანტაზია ოპერიდან „რიგოლეტო“ და „ტრავიატა“
დვორჟაკის სიმფონია N9, მი მინორი “ახალი სამყარო“
დირიჟორი- გუდნი ა. ემილსონი
სოლისტი-ჯუზეპე ნოვა/ფლეიტა
ოქტომბერი 1 | კვირა | ბათუმის მუსიკალური ცენტრი
20:00 - ბათუმის საფესტივალო ორკესტრი
მოცარტი - სიმფონია N40, სოლ მინორი, KV550
ედუარდ გრიგი - საფორტეპიანო კონცერტი, ლა მინორი, Op. 16
დირიჟორი-პიეტრო ბორგონოვო, იტალია
სოლისტი - ანა ფედოროვა/ფორტეპიანო
ოქტომბერი 2 | ორშაბათი | ბათუმის მუსიკალური ცენტრი
20:00 - აზერბაიჯანული ტრადიციული მუგამი
სალმან გამბაროვი
ტაიარ ბაირამოვი
ოქტომბერი 3 | სამშაბათი | ბათუმის მუსიკალური ცენტრი
20:00 - ბათუმის საფესტივალო ორკესტრი
საქველმოქმედო გალა კონცერტი ფონდ „სოლიდარობისთვის“
ჰაიდნი-სიმფონია no. 86 რე მაჟორი Hob. I/86
კარლ მარია ვონ ვებერ -კონცერტი კლარნეტისთვის no.1 ფა მინორი Op. 73
მოცარტი - საფორტეპიანო კონცერტი no. 21 დო მაჟორი KV 467
დირიჟორი - დავით მუქერია
სოლისტები: ელისო ბოლქვაძე, (ფორტეპიანო) & ალექსანდრე ბედენკო, (კლარნეტი)
ოქტომბერი 4 |ოთხშაბათი | ბათუმის დრამატული თეატრი
20:00 - არპი ალტო (არპინე ტერ-პეტროსიან))
ოქტომბერი 5 | ხუთშაბათი | ბათუმის მუსიკალური ცენტრი
17:00 - ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური მონოდრამა „მედეას ვნებანი“
ოქტომბერი 5 | ხუთშაბათი | ბათუმის დრამატული თეატრი
20:00 - ქართული კლასიკური საგუნდო მუსიკა
ოქტომბერი 6 |პარასკევი | ბათუმის მუსიკალური ცენტრი
20:00 - როკ ბენდი “MARSIS”
ოქტომბერი 7 |შაბათი | ბათუმის მუსიკალური ცენტრი
20:00 - „მომავლის ვარსკვლავები“ - ახალგაზრდა პიანისტთა გალა კონცერტი
ლიზი მეგრელიშვილი, არსენ კარაპეტიანი, ანაჰიტ სტელმაშოვა, ადამ შოკოლაი, ზუმრუდ ალიზადა, ჯამილ სადიზადე
ოქტომბერი 8 |კვირა | ბათუმის მუსიკალური ცენტრი
20:00 – „ერისიონი“ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი
პროგრამა ვრცლად: https://batumimusicfest.ge/programme/
Facebook: https://www.facebook.com/batumimusicfest
Instagram: https://www.instagram.com/batumi_musicfest/
#BatumiBlackSeaMusicandArtFestival2023
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი