დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად აშენდება იუსტიციის სახლები

სად აშენდება იუსტიციის სახლები

12-10-2023 11:05:54

მცხეთის, გლდანის, საგარეჯოს, ხელვაჩაურის შროშის, ცაიშის, ზოტის და ტოლების იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოებისთვის სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდა, რომლის საერთო ბიუჯეტიც 26 959 642 ლარია.

8 იუსტიციის სახლის აშენების მსურველმა სუბიექტმა შესაბამისი განაცხადი წარდგენა 15 ნოემბრის 12 საათამდე უნდა უზრუნველყოს. მათი მშენებლობა კი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა მოესწროს.

სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვების განფასებისას უნდა გაითვალისწინოს თითოეული ობიექტის ზედა ზღვრული ღირებულებები:

1. მცხეთის იუსტიციის სახლის - 4 546 217.15 ლარი
2. გლდანის იუსტიციის სახლის - 11 428 625,41 ლარი
3. საგარეჯოს იუსტიციის სახლის - 3 781 888.13 ლარი
4. ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის - 1 457 038.49 ლარი
5. შროშის იუსტიციის სახლის - 1 475 082.30 ლარი
6. ცაიშის იუსტიციის სახლის - 1 372 841.76 ლარი
7. ზოტის იუსტიციის სახლის - 1 409 246.39 ლარი
8. ტოლების იუსტიციის სახლის - 1 488 703.25 ლარი.

სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართებზე:

1. მცხეთის იუსტიციის სახლი - ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N9. ს/კ 72.07.014.220
2. გლდანის იუსტიციის სახლი - ქ. თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა N81. ს/კ 01.11.10.003.020
3. საგარეჯოს იუსტიციის სახლი - ქ. საგარეჯო. ს/კ 55.12.54.000.066
4. ცაიშის იუსტიციის სახლი - ზუგდიდის მუნიციპანილეტი სოფ. ცაიში. ს/კ 43.20.42.560
5. შროშას იუსტიციის სახლი - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სოფ. შროშა. ს/კ 32.07.38.300
6. ტოლების იუსტიციის სახლი - ქალაქი სამტრედია, სოფელი ტოლები. ს/კ 34.10.48.229
7. ზოტის იუსტიციის სახლი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი სოფ ზოტი. ს/კ 28.23.21.519
8. დაბა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლი - ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური. ს/კ 05.35.27.028 და 05.35.27.374

სსიპ იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული.

იუსტიციის სახლი მოქალაქეებს აწვდის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების, სხვადასხვა საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის 470-ზე მეტ  სერვისს.

იუსტიციის სახლის მიზანია: მომხმარებლისათვის, ერთი ფანჯრის პრინციპით, სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება; სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა; მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზება.

იუსტიციის სახლი სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით მნიშვნელოვნად ამარტივებს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას და მოქალაქეების ურთიერთობას საჯარო სექტორთან.

იუსტიციის სახლის მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 117  ფილიალში,  ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. იუსტიციის სახლის მომხმარებელს  საშუალება აქვს, ერთ სივრცეში მიიღოს 470-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი. მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, იუსტიციის სახლი მუდმივად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა - როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის სერვისების დამატებას, რათა მომხმარებლებმა ერთ სივრცეში, რაც შეიძლება მეტი სერვისის მიღება შეძლონ.

იუსტიციის სახლი მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა. საგანგებოდ შემუშავდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელითაც იუსტიციის სახლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სტანდარტი იმართება. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები