დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ბიზნესი რუსეთის 8 872 მოქალაქემ დაარეგისტრირა

საქართველოში ბიზნესი რუსეთის 8 872 მოქალაქემ დაარეგისტრირა

19-05-2023 10:26:25

2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის ფედერაციის 8 872  მოქალაქე დარეგისტრირდა. 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით, წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის სახით 646  იურიდიულ პირის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში, რუსეთის ფედერაციის 889 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა.  

„წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის შესახებ მონაცემები მოძიებულია შემდეგი სამართლებრივი ფორმის მქონე სუბიექტებში: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება,  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის სახით, რუსეთის ფედერაციის 638 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 563  იურიდიულ პირში.

ხელმძღვანელი/ წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის შესახებ მონაცემები  მოძიებულია  შემდეგი სამართლებრივი ფორმის მქონე სუბიექტებში: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო  საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი“, - აღნიშნულია საჯარო რეესტრის სააგენტოს განმარტებაში, რომელიც უწყებამ პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას  კითხვის პასუხად მოამზადა. 

(ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოძიებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული და მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით).

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები