დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები - TBC Capital-ის მიმოხილვა

როგორია უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები - TBC Capital-ის მიმოხილვა

31-12-2024 13:00:00

2024 წლის ნოემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,560 შეადგინა. როგორც თიბისი კაპიტალში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 3%-იანი კლება დაფიქსირდა, წლიურ ჭრილში ზრდამ 10%-ს მიაღწია. ტრანზაქციების კუმულატიური რაოდენობა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 2%-ით აღემატებოდა გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. ნოემბერში გასაყიდმა ფასმა $1,247-ს მიაღწია, რაც წლიურად 4%-იან ზრდასა და თვიურად მცირე 0.4%-იან კლებას აფიქსირებს. ბაზრის მოცულობამ $290 მილიონი შეადგინა და წლიურად 15%-იანი ზრდა აჩვენა

გასაქირავებელი ფასი ნოემბერში $11.5-ს გაუტოლდა და წლიურად 8%-ით შემცირდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა. 2024 წლის ნოემბერში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 9.7%-ს გაუტოლდა (-1.3პპ, წ/წ). 2024 წლის 11 თვის განმავლობაში ნებართვა გაიცა 1.2 მილიონ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე, რაც 6%-ით ჩამორჩება წინა წლის იმავე პერიოდს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები