დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯანდაცვის მინისტრი ბავშვთა სახლს ესტუმრა

ჯანდაცვის მინისტრი ბავშვთა სახლს ესტუმრა

03-01-2025 10:28:00

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილე ირინე წაქაძესთან და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორ რუსუდან კოხოძესთან ერთად, მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებს ახალი წელი მიულოცა. 

მცირე საოჯახო ტიპის სახლები სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე. სპეციალიზებული საოჯახო ტიპის  სახლი ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული და უზრუნველყოფს, როგორც 24 საათიან ზრუნვას, ისე საექთნო მომსახურებასა და  ფსიქოსოციალურ დახმარებას. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში გაიხსნა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები