არაბთა გაერთიანებული საამიროებში ექსპორტი 11%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ არაბთა გაერთიანებული საამიროებში 26,420.23 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 23,873.64 ათასი დოლარის შესაბამისად ზრდა 10,7%-ია.
საქსტატის მონაცემებით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, სწორედ მასზე მოდის ამ ქვეყანაში მთლიანი ექსპორტის 23%-ი, მეორე ადგილზე საფრენი აპარატებია 19%-ით.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყიდის:
ბოლო წლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტი მზარდია. 2023 წელს საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტიდან 53,844.55 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება იმპორტს, აქ 6 თვის მაჩვენებლებით 20%-იანი კლება ფიქსირდება. თუ 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 140,546.01 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 175,146.90 ათასი დოლარი შეადგინა, შესაბამისად კლება 19,8%-ია.
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მობილური ტელეფონებია, სწორედ მასზე მოდის მთლიანი იმპორტის 46%-ი.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან ყიდულობს:
2023 წლის ბოლოს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ქალაქ დუბაიში ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა − თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა. მათ თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება სერიოზული საფუძველი და სტიმული იქნება ქვეყნებს შორის როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე საინვესტიციო თანამშრომლობის მიმართულებით.
„საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება მყარი საფუძველი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ორ ქვეყანას შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის ყოვლისმომცველი და მაღალი დონის შეთანხმება, რომელიც ემსახურება საქონლითა და სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას და აერთიანებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ასპექტს, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას ყველა მხარისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97,5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალ მსყიდველობისუნარიანი ბაზარი. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.
ხუთ წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ, კიდევ უფრო მეტი ქართული წარმოშობის პროდუქტი ისარგებლებს სატარიფო შეღავათით. შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდას და არსებული სავაჭრო პოტენციალის სრულად გამოყენებას.
უახლესი