რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 11.2%-ია, ხოლო იმპორტში 13,3%-ი. საქსტატის ინფორნმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (360.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (336.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (281.3 მლნ. აშშ დოლარი)
2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 194.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 059.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (623.3 მლნ. აშშ დოლარი).
უახლესი
11 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება