2023 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით RTGS სისტემაში შესრულებული ოპერაციების საშუალო დღიური მაჩვენებელი შემცირებულია, თუ კი აგვისტოში საშუალო დღიური თანხა 1,798,397,834 ლარი იყო, სექტემბერში ეს მაჩვენებელი უკვე 1,725,480,942 ლარამდეა შემცირებული.
სამაგიეროდ გაზრდილია თვიური ტრანზაქციების საშუალო რაოდენობა. თუ კი აგვისტოში RTGS სისტემაში შესრულებული ოპერაციების ტრანზაქციების საშუალო რაოდენობა 181,572 ტრანზაქცია იყო, სექტემბერში ის უკვე 190,357 ტრანზაქციას შეადგენს.
თუ კი სექტემბრის RTGS სისტემაში შესრულებული ოპერაციების საშუალო დღიური მაჩვენებლებს 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებლებთან შევადარებთ ზრდა 16%-ია. 2022 წლის სექტემბერში RTGS სისტემაში შესრულებული დღიური ოპერაციების საშუალო თანხა 1,493,211,574 ლარს შეადგენდა.
საგულისხმოა, რომ RTGS სისტემაში შესრულებული ოპერაციების საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა 2023 წლის 9 თვის განმავლობაში ივლისში მიაღწია, როდესაც საშუალო მაჩვენებელი 1,790,727,853 ლარის დონეზე დაფიქსირდა.
საგულისხმოა, რომ RTGS სისტემაში განხორციელებული ოპერაციებმა 2023 წლის სექტემბერში სულ 36,235,099,779 ლარი შეადგინა, აგვისტოს მაჩვენებელი კი 39,564,752,355 ლარი იყო, ანუ კლება თვიურ ჭრილში 8%-ის დონეზეა. ხოლო 2023 წლის სექტემბერს თუ 2022 წლის სექტემბერთან შევადარებთ ზრდა 10%-ია.
აღსანიშნავია, რომ დროის დიაპაზონის მიხედვით ოპერაციების ჯამური რაოდენობის საშუალო დღიური მაჩვენებლები (RTGS სისტემა) ყველაზე მეტი რაოდენობით 10-დან 11 საათამდე ფიქსირდება.
2010 წლის 3 დეკემბერს, ექსპლუატაციაში შევიდა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) ახალი სისტემა, რომელსაც მართავს საქართველოს ეროვნული ბანკი. იგი ახორციელებს როგორც მაღალი, ასევე დაბალი თანხობრივი მოცულობის გადარიცხვების დამუშავებას. ტრანზაქციების მიღება და დამუშავება ხდება როგორც პაკეტურ (bulk), ისე ინდივიდუალურ რეჟიმში.
სისტემის მონაწილეები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური და კომერციული ბანკები.
ახალი RTGS სისტემის დანერგვით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორის უშუალო მომხმარებელს შესთავაზა ეფექტური და გამართული საგადახდო სერვისი: მინიმუმამდეა დაყვანილი საოპერაციო რისკები, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული სისტემაში გადარიცხვების დამუშავების პროცესი, საოპერაციო საათების განმავლობაში ბანკთაშორისი გადარიცხვები იწარმოება დავალებათა დამუშავების უწყვეტ რეჟიმში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფილია წვდომის უსაფრთხოება და სისტემაში გამავალი ინფორმაციის დაცულობა.
სისტემაში ინტეგრირებულია ჩიხური სიტუაციების მართვის ავტომატიზებული მექანიზმი. გადარიცხვების დამუშავება ხორციელდება პრიორიტეტების გათვალისწინებით. გაუმჯობესდა ოპერაციების მონიტორინგისა და ანგარიშგების ფუნქციებიც.
ბანკებს საშუალება აქვთ ისარგებლონ RTGS სისტემის დღის შიდა ლიკვიდობის საშუალებით, რომლის გამოყენება ხდება CSD სისტემის დახმარებით. დღის შიდა ლიკვიდობის გამოყენებას ახორციელებს მონაწილე ბანკი მის მიერ ამ დანიშნულებით წინასწარ დაგირავებული ფასიანი ქაღალდების ფარგლებში.
სისტემაში გამოიყენება SWIFT და ISO სტანდარტის შეტყობინებები რომლებიც მორგებულია საქართველოს საბანკო სექტორის მოთხოვნებზე.
RTGS სისტემის მჭიდრო ინტეგრაცია CSD სისტემასთან ამ უკანასკნელს აძლევს საშუალებას, რომ ფასიანი ქაღალდის გასხვისება და მასთან დაკავშირებული ფულადი სახსრებით ანგარიშსწორება მოხდეს ერთდროულად, ე.წ. DvP პრინციპის დაცვით, რის შედეგადაც მთლიანად აღმოფხვრილია ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების რისკი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა