დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვს ესპანეთსა და საქართველოს - TOP 5 პროდუქტი, რაზეც ქვეყნები ერთმანეთთან ვაჭრობენ

როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვს ესპანეთსა და საქართველოს - TOP 5 პროდუქტი, რაზეც ქვეყნები ერთმანეთთან ვაჭრობენ

30-08-2024 19:00:00

საქართველოსა და ესპანეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. მიმდინარე სტატისტიკით ესპანეთში ექსპორტი 75%-იან კლებას, ხოლო იმპორტი 3%-იან ზრდას აჩვენებს. 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ესპანეთიდან 117,240.71 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტი განახორციელა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში ესპანეთიდან 114,082.48 ათასი დოლარის პროდუქცია. ზრდა 2.8%-ია. ბოლო წლების სტატისტიკით, მიმდინარე წლის 7 თვეში ესპანეთიდან იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს უკვე მიაღწია.

ესპანეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი, ღირებულების მიხედვით, მოსაპირკეთებელი ფილებია. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთიდან ყიდულობს:

  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 12,547.84 ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 8,400.03  ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 6,118.15 ათასი დოლარი;
  • სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 3,508.75 ათასი დოლარი;
  • ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - 3,170.56 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ესპანეთში ექსპორტს აქ 74,9%-იანი კლებაა. 2024 წლის 7 თვეში საქართველომ ესპანეთში 18,067.35 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 71,896.18 ათასი დოლარის. ესპანეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილი და კაკალია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთში ყიდის:

  • თხილი და სხვა კაკალი - 6,798.26 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 4,328.43 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 3,506.28 ათასი დოლარი;
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 1,161.47 ათასი დოლარი;
  • ცხიმები და ზეთები ცხოველური ან მცენარეული და მათი ფრაქციები - 469.43 ათასი დოლარი;

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები