კომპანია „ავერსი“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წლებია ოპერირებს და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასთან ერთად სააფთიაქო ქსელსაც მუდმივად აფართოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლალი ბრეგვაძემ განაცხადა, 2024 წელს ავერსმა 18 ახალი აფთიაქი გახსნა და დღეისთვის სააფთიაქო ქსელი 353 აფთიაქს აერთიანებს.
ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ უკვე მრავალი წერია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ოპერირებს და წლიდან წლამდე იზრდება და ფართოვდება. როგორ აჯამებს 2024 წელს ავერსი, რა გამოწვევების წინაშე იდგა კომპანია გასულ წელს?
2024 წლის სრული შეფასება ჯერ არ დაგვისრულებია, ვინაიდან წლის ფინანსურ და საოპერაციო დახურვას გარკვეული პროცედურები სჭირდება. მრავალი სირთულის მიუხედავად, გვჯერა იმის, რომ გასულ წელს, წარმატებულად გავართვით თავი საზოგადოების საჭიროებებზე ზრუნვას, ტექნოლოგიურ წინსვლას და მაღალი ხარისხის მომსახურებას, თუ ახალი პროდუქციის წარდგენას საზოგადოებისთვის. ამ მხრივ, შეგვიძლია გასული წელი წარმატებულად შევაფასოთ, ვინაიდან, არ დაგვიზოგავს არც ჩვენი თავი და არც რესურსები ამ მიმართულებით.
როგორია სააფთიაქო სქელის გაფართოების გეგმები, 2024 წელს რამდენი ახალი ფილიალი დაამატეთ და რა გეგმებია ამ მიმართულებით 2025 წლისთვის? „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი დღეისათვის რამდენ ფილიალს აერთიანებს?
2024 წელს გაიხსნა 18 ახალი აფთიაქი. 2025 წელსაც დაგვემატება კიდევ ახალი აფთიაქები. დღეისთვის გვაქვს 353 აფთიაქი.
თურქეთის ბაზრის გახსნამ თქვენი სააფთიაქო ქსელის მაგალითზე როგორი ასახვა პოვა და უნდა გაფართოვდეს თუ არა იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომელიც თურქეთიდან შედარებით დაბალი ფასებით შემოვა?
თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის გაიოლებამ დადებითად იმოქმედა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების დაწევის თვალსაზრისით, ევროპული ბრენდების ანალოგების იმპორტის ფასებთან შედარებით.
„ავერსის“ აქვს საკუთარი წარმოებაც, დღეს სააფთიაქო ქსელში არსებული პრეპარატების რამდენი პროცენტია თქვენი წარმოება და რას აკეთებს კომპანია იმისათვის რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გაზარდოს? ზოგადად ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო ხელშეწყობისთვის რა გეგმები აქვს ავერსის მენეჯმენტს?
კომპანია „ავერსი“ ცდილობს აწარმოოს თანამედროვე მოთხოვნადი მედიკამენტები და ევროპულ ანალოგებზე უფრო დაბალ ფასად მიაწოდოს მომხმარებლებს. გეგმაში გვაქვს ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოება.
გარდა წამლებისა „ავერსი“ საკმაოდ აქტიურად ყიდის თავის მოვლის საშუალებებს და საკმაოდ ბევრ ექსკლუზიურ ბრენდთანაც თანამშრომლობთ. 2024 წელს კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების მხრივ ზრდა როგორი გქონდათ, როგორც გაყიდვების ისე ახალი ბრენდების კუთხით და 2025 წელს ამ მიმართულებით რა სიახლეებს ელოდოს მომხმარებელი?
2023/2024 წლების პერიოდში ავერსი-ფარმას ქსელში მნიშვნელოვნად გაიზარდა თავის მოვლის საშუალებების ასორტიმენტი, რამაც მომხმარებლის მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. არა მხოლოდ გაყიდვები, არამედ ახალი მომხმარებლების რაოდენობაც გაიზარდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ექსკლუზიური ბრენდები და ხარისხიანი პროდუქცია ბაზარზე თავის დამკვიდრებას წარმატებით აგრძელებს.
2024 წელს „ავერსმა“, მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე 15-მდე ახალი ბრენდი დაიმატა, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ მსოფლიო ბაზარზე და როგორებიც არის:
2025 წელს მომხმარებელს ელოდება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ინოვაციური ასორტიმენტი როგორც ბიუჯეტური, ისე პრემიალური კატეგორიებიდან, რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს და ჩვენი ქსელის სიძლიერესა და სანდოობას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს.
ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად იზრდება კორეული კოსმეტიკის პოპულარულობა, როგორც ვიცი თქვენ უკვე გაქვთ თანამშრომლობა კორეულ ბრენდებთან. თქვენს მაგალითზე რამდენად მზარდია კორეულ კოსმეტიკაზე მოსთხოვა და თქვენი აზრით განაპირობებს ამას?
კორეული კოსმეტიკა ავერსის მომხმარებელთა შორის განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. ჩვენი ქსელში წარმოდგენილია ისეთი წარმატებული ბრენდები, როგორიცაა DayMellow და Accoje, რომლებიც ძალიან სწრაფად გახდა მოთხოვნადი.
მომხმარებლები აფასებენ კორეული კოსმეტიკის ინოვაციურ ფორმულებს, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ შემადგენლობას და ეფექტურობას. 2025 წელს „ავერსი“ მომხმარებელს შესთავაზებს კიდევ ერთ წამყვან კორეულ ბრენდს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ამ მიმართულებით „ავერსის“ პოზიციებს.
უახლესი
2 საათის წინ
Inex Group-მა ესპანეთის მიმართულება დაამატა