Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი მადრიდში გამართულ Madrid Fusión 2025-ში მონაწილეობდა და საკუთარ პროდუქციას ევროპელ შეფებს, თუ ხარისხიანი ღვინის მოყვარულებს აცნობდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, საერთაშორისო პლატფორმის ნაწილად ყოფნა კომპანიას ეხმარება, რომ ქართული ღვინო მსოფლიოს უფრო კარგად გააცნოს.
„Madrid Fusión 2025-მა მსოფლიოს წამყვანი შეფ-მზარეულები, სომელიეები და გასტრონომიის მოყვარულები გააერთიანა, და ჩვენთვის - მეღვინეობა ჩელთისთვის დიდი პატივი იყო ამ უნიკალურ სივრცეში საქართველოს წარდგენა. როგორც გლობალური კულინარიული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ეს ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო გაგვეზიარებინა ჩვენი ღვინო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხარისხს, ტრადიციას და ინოვაციას აფასებენ. ამ საერთაშორისო პლატფორმის ნაწილად ყოფნა კიდევ უფრო გვეხმარება, მსოფლიოს უფრო კარგად გავაცნოთ ქართული მეღვინეობა და ჩვენი ტრადიციები“, - აღნიშნულია „მეღვინეობა ჩელთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი
2 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8004 ლარია