ვამზადებთ საწვავის ბაზრის 9 თვის ანგარიშს, სადაც ზუსტად გამოჩნდება მიმდინარე ტენდენციები, თუმცა ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ივლისიდან გარე ბაზრებზე შეინიშნება საწვავზე ფასის კლების ტენდენცია, იგივე პლაცის ფასი, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ლარის კურსიც სტაბილურია, თუ არ ჩავთვლით მცირე ნიუანსებს, რომელსაც მნიშვნელოვანი ეფექტი და გავლენა ამ ეტაპზე არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა „ბიზნეს ინსაიდერში“ გიორგი აბაშიშვილთან განაცხადა.
მისი შეფასებით სექტემბერ-ოქტომბერში ადგილობრივ ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირების ტენდენციაა.
„მცირე ქსელებთან აკავშირებდათ, შემიძლია გითხრათ, რომ სექტემბერში საწვავზე ფასის 15-20 თეთრიანი კლება იყო. რაც შეეხება მსხვილ ქსელებს.სექტემბრის ბოლო-ოქტომბრის დასაწყისში 5-7 თეთრიან კლებას ჰქონდა ადგილი.
ჩვენ გვაქვს გარკვეული საკითხები, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ კომპანიებთან. საწვავის ბაზარი ჩვენი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. რამდენად არის შემცირების რესურსი და როგორი იქნება სამომავლო ტენდენცია, ამ კუთხით აქტიური კომუნიკაციაა კერძო სექტორთან და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე საწვავის ფასები იყოს სამართლიანი და ადეკვატური გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ სწრაფად ცვალებადია საქართველოს გარშემო პროცესები, ვგულისხმობ კონფლიქტებს, რაც არ იძლევა საწვავის ფასებზე გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთების საშუალებას“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
უახლესი
6 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო