ბიზნესის გამართულად ოპერირებისთვის აუცილებელია ფინანსების სწორად განკარგვა და ანგარიშსწორების ეფექტურად განხორციელება. დრო შეზღუდულია, ამიტომ ბიზნესს უნდა ჰქონდეს ისეთი ხელსაწყოები, რომელთა დახმარებით რუტინული აქტივობების ავტომატიზაციას შეძლებს.
სწორად ამ მიზნით შეიქმნა საქართველოს ბანკის ბიზნეს ბარათი, რომელიც ამარტივებს როგორც ბიუჯეტის მართვის, ასევე აღრიცხვის და ტრანზაქციების განხორციელების პროცესს.
ბიზნეს ბარათები ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში, რომელიც უკვე 4 წელია, იქცა ყოვლისმომცველ ფინანსურ აპლიკაციად კომპანიებისთვის. „მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ აპლიკაციის ახალი გზავნილია. ამ ბლოგში კი გიამბობთ, როგორ შეგიძლიათ აიღოთ საქართველოს ბანკის ბიზნეს ბარათი ონლაინ, და ამასთან, როგორ შეიძლება მისი საშუალებით გაზარდოთ სამეწარმეო ეფექტიანობა:
კომპანიას აქვს საშუალება, საქართველოს ბანკის ბიზნეს ბარათი არა მარტო დირექტორისთვის, არამედ ნებისმიერი თანამშრომლისთვის შეუკვეთოს და მას შესაბამისი ლიმიტები დაუწესოს. თანამშრომელი მარტივად შეძლებს ტრანზაქციების განხორციელებას და თანხის განაღდებას, თანაც მისი ყოველი ქმედება ავტომატურად იქნება ბიზნეს მობილბანკში აღრიცხული. ბიზნეს ბარათს თანხის განაღდების მაღალი ლიმიტებიც გამოარჩევს, დღიური განაღდების ლიმიტი 15 000 ლარია, ონლაინგადახდების შემთხვევაში კი - 30 000 ლარი.
როგორც აღვნიშნეთ, ბიზნეს მობილბანკში ყოველი ტრანზაქცია ავტომატურად აღირიცხება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნეს ბარათით სარგებლობისას აღარ არის საჭირო ქვითრების და დოკუმენტების შეგროვება. სისტემა ყოველ გადახდას ავტომატურად აღწერს და ციფრულ ქვითარს მონაცემთა ბაზაში ინახავს. ავტომატური აღრიცხვის ფუნქციონალი ანგარიშფაქტურის გამოწერის და დოკუმენტური აღრიცხვის მომზადების საჭიროებას აქრობს, ეს კი ბიზნესს დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს.
ნაღდი ფულით ან სხვა ტიპის ბარათით გადახდისგან განსხვავებით, ბიზნეს ბარათით ტრანზაქციის განხორციელებისას არ გჭირდებათ დოკუმენტის მომზადება, სალაროსთან რიგში დგომა და იმის მტკიცება, რომ კონკრეტული პროდუქტი თუ სერვისი მართლაც თქვენი ბიზნესისთვის შეიძინეთ, რადგან ეს ისედაც ცხადი იქნება.
გარდა ამისა, ბიზნეს მობილბანკში ინახება ბარათით გატარებული ტრანზაქციების სრული სია, რომელიც მომავალში ანალიტიკური ანგარიშის მომზადებაში, ბიუჯეტის განსაზღვრაში და მონაცემთა ანალიზში დაგეხმარებათ.
ზოგჯერ ბიზნესს ნაღდი ფული სჭირდება, რადგან ყველაფრის შეძენა უნაღდო ანგარიშსწორებით, სამწუხაროდ, ჯერაც არ არის შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განაღდების დაბალი საკომისიოს არსებობა, რაც საქართველოს ბანკის ბიზნეს ბარათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
მაგალითად, ბიზნეს ბარათით საქართველოს ბანკის ბანკომატში თანხის განაღდების საკომისიო ლარში 0.2%-ს შეადგენს, ხოლო სალაროდან თანხის გამოტანის საკომისიო 0.6 პროცენტია. ფაქტია, რომ ბიზნეს ბარათით თანხის განაღდება 3-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე სალაროთი სარგებლობის გზა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ბანკის ბანკომატები მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი და მათი გამოყენებისას არ გიწევთ დამღლელ რიგში ყოფნა.
საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და Visa-სთან ერთად, ბიზნეს მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს მუდმივად სთავაზობს.
ამჟამად სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება ისეთ ტექნოლოგიურ პლატფორმებზე, როგორებიცაა: Google, Microsoft, Adobe, Pixlr, HubSpot, Shopify და სხვები შეთავაზებები მოიცავს ფასაკლებებს, ქეშბექებსა თუ უფასო მომსახურებებს. მათი მიზანი კი ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაა.
Mastercard-ის შეთავაზებების ნახვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში შეთავაზებების სივრცეში.
თუკი საქართველოს ბანკის ბიზნეს ბარათის აღება გადაწყვიტეთ, თქვენთვის კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს - ციფრულად შეკვეთილი პირველი ბარათი სრულიად უფასოა. რაც მთავარია, ბარათის შესაკვეთად ბანკში ვიზიტი არ არის აუცილებელი, ამისათვის ბიზნეს მობილბანკში მხოლოდ ონლაინ განაცხადის შევსებაა საჭირო.
“ბიზნესების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვართ ორიენტირებული ისეთი ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნასა და განვითარებაზე, რომლებიც მათ ყოველდღიური საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაეხმარება. საქართველოს ბანკის ბიზნეს ბარათებით კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სრულყოფილი საბანკო მომსახურება და გაიმარტივონ ბიუჯეტის მართვის თუ ტრანზაქციების შესრულების პროცესი, ამასთან, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებითა და სხვა ბენეფიტებით. ჩვენ მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო შეთავაზებას შევქმნით ჩვენი მომხმარებლებისთვის“, - ამბობს თინათინ ბარბაქაძე, ანალიტიკოს-დეველოპერი საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში.
საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპროდუქტებსა და სერვისებით სარგებლობისთვის გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში სულ მარტივად ონლაინ.
უახლესი