გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე უმეტესად გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 56.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.49% წინა კვირასთან შედარებით და +8.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 249 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 51.10 - 56.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 43.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.57% წინა კვირასთან შედარებით და +8.29% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 575 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.55 - 44.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 111 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 15.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.74% წინა კვირასთან შედარებით და +23.58% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 451 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 14.38 - 15.22 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 86 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
4 საათის წინ
1 ევროს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7865 ლარია