საგარეო ვალდებულებების დაფარვისთვის გამოყოფილი თანხები 100,0 მლნ ლარით მცირდება, რაც გაცვლითი კურსის სხვაობით მიღებულ ეკონომიით არის გამოწვეული.
როგორც მთავრობაში განმარტავენ, დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გადასახდელების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები მცირდება 139,6 მლნ ლარით, რაც დაკავშირებული რიგი პროექტების გაუქმებასთან და თანხების ჩამორიცხვის ვადების ცვლილებასთან.
როგორც 2023 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2023 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 31,303.5 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალისა – 22,884.7 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა − 8,418.8 მლნ ლარის ოდენობით.
საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული პარამეტრების გამოთვლისას, ბიუჯეტის კორექტირებისას გამოყენებულია 2023 წლის 31 აგვისტოს გაცვლითი კურსი: 1 EUR = 2.8621 GEL; 1 SDR =3.4967 GEL; 100 JPY = 1.7961 GEL; 1 KWD = 8.5308 GEL; 1 USD = 2.6292 GEL.
ასევე საგულისხმოა, რომ ვალის მოცულობა არ მოიცავს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვინაიდან ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების მოცულობა დაუზუსტებელია.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა