საქართველოს სავალუტო რეზერვები კვლავ გაიზარდა და 2023 წლის ივლისში რეკორდულ ნიშნულს,$5.4 მილიარდს მიაღწია.
Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, ივლისში წლიურმა ზრდამ 30.8% შეადგინა, ივნისთან შედარებით კი ზრდა 7.3% იყო.
„საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 30.8%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული მაჩვენებელი 5.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 7.3%-ით გაიზარდა (+369.3 მლნ აშშ დოლარი).
რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.
ცნობილია, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვამ 1.06 მლრდ დოლარი შეადგინა.
უახლესი
11 საათის წინ
მეღვინეობა „ჩელთი“ ჩეხეთის ბაზარზე შევიდა13 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7136 ლარი გახდა