წისქვილკომბინატები სრული სიმძლავრეებით ვერ მუშაობენ, რადგან როგორც ფქვილის რეალიზაციის პროცესზე ასევე ფასზე ჯერ კიდევ დიდია წინა თვეებში აგრესიულად შემოსული დიდი რაოდენობის იმპორტირებული ფქვილის გავლენა, - აცხადებენ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში.
ასოციაციის განმარტებით, წელს ხორბლის რეალიზაციის წლობით ჩამოყალიბებული ტენდენცია შეიცვალა, თუ წლების განმავლობაში მოსავლის აღების დასაწყისში ფერმერები მხოლოდ აუცილებელი ხარჯების დასაფარად პირველ ეტაპზე ყიდდნენ შეზღუდული რაოდენობის ხორბალს, მოსავლის დაახლოებით 10 -15 პროცენტს, წელს ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე ფერმერების უმეტესობა მაქსიმალურად ცდილობს უახლოეს პერიოდში ჩააბარონ ხორბალი.
„როგორც ცნობილია 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებაში მოქმედებს დროებითი მოსაკრებელი 5 თვით, რომლის მიზანია ხორბლისა და ფქვილის აქამდე არსებული არათანაბარი საიმპორტო პირობების გათანაბრება .
დროებითი მოსაკრებლის შემოღებიდან და ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე პირობების გათანაბრებიდან გავიდა 1 თვე, აქედან გამომდინარე ასოციაცია ვალდებულად თვლის საზოგადოებას გააცნოს პროცესის მიმდინარეობა და არსებული გამოწვევები.
წლევანდელი წელს ბაზარზე განვითარებული პროცესები არ არის ერთგვაროვანი, რადგან ქართველ ფერმერებს დარჩენილი ქონდათ სარეალიზაციოდ შარშანდელი ხორბლის მოსავალი. საქართველოში ახლაც მიმდინარეობს ხორბლის მოსავლის აღების პროცესი.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ივნისის დასაწყისიდან საქართველოს წისქვილკომბინატების მიერ მიღებულია 20 000 ტონა როგორც ძველი ასევე ახალი მოსავლის ქართულ ხორბალი, რაც ისტორიულად წლების განმავლობაში ივნისის თვეში მიღებული ხორბლის რაოდენობის მრავალწლიან ნორმაზე მეტია. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოსავლის საკმაოდ დიდი პროცენტი მათ შორის მარცვლეულის მწარმოებელთა წინასწარი ინფორმაციით სხვადასხვა არსებული არასახარბიელო პირიბებიდან გამომდინარე არის საფურაჟე (ანუ არასასურსათო), შესაბამისად წისქვილკომბინატები სამწუხაროდ ამ ხორბალს ვერ ჩაიბარებენ .
გამოწვევაა ისიც რომ წელს, ხორბლის რეალიზაციის წლობით ჩამოყალიბებული ტენდენცია შეიცვალა, კერძოდ თუ წლების განმავლობაში მოსავლის აღების დასაწყისში ფერმერები მხოლოდ აუცილებელი ხარჯების დასაფარად პირველ ეტაპზე ყიდდნენ შეზღუდული რაოდენობის ხორბალს, მოსავლის დაახლოებით 10 -15 პროცენტს, ხოლო დანარჩენი ნაწილი საწყობდებოდა ზამთრის თვეებში უფრო მაღალი ფასით რეალიზაციის მიზნით, წელს ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე ფერმერების უმეტესობა მაქსიმალურად ცდილობს უახლოეს პერიოდში ჩააბარონ ხორბალი.
ყოველივე ზემოთაღნიშნული მაქსიმალურ წნეხს ქმნის წისქვილებზე დიდი რაოდენობის ხორბლის დროის მოკლე მონაკვეთში მიღების მხრივ, განსაკუთრებით იმ იმ ფონზე, როდესაც მიუხედავად იმისა, გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია ერთი თვე, წისქვილკომბინატები სრული სიმძლავრეებით ვერ მუშაობენ, რადგან ჯერ კიდევ დიდია წინა თვეებში აგრესიულად შემოსული დიდი რაოდენობის იმპორტირებული ფქვილის გავლენა ,როგორც ფქვილის რეალიზაციის პროცესზე ასევე ფასზე.
გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, ის პარამეტრები რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით სამი ინდუსტრიის -პურის მწარმოებლების , წისქვილკომბინატების და მარცვლეულის მწარმოებლების კონსულტაციების შედეგად პურის ფასის შენარჩუნების , ასევე ქართული ხორბლის ჩაბარების მიზნით დადგინდა:
1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის საორიენტაციო ფასი 52 ლარის ფარგლებში, რაზეც მიება წისქვილების მიერ ქართული ხორბლის შესყიდვის ფასი 70 თეთრი 1 კილოგრამზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე პირველ ეტაპზე წისქვილკომბინატების მიერ 70 თეთრად შესყიდული იყო ძველი მოსავლის ქართული ხორბალი, თუმცა დღევანდელ ეტაპზე ამას ჯერ კიდევ ვერ მიჰყვა კონსულტაციების შედეგად განსაზღვრული ფქვილის სარეალიზაციო ფასი 52 ლარი (1 ტომარა ფქვილი).
დღეს პურის ქარხნების მიერ ბაზარზე ფქვილის ფასი 47 ლარის ნიშნულზეა დაფიქსირებული. რამაც ავტომატურად გამოიწვია წისქვილკომბინატების მიერ შესასყიდი ხორბლის ფასის კორექტირება 65 თეთრის ფარგლებში (საბაზისო მე 3 კლასის ხორბალი), გამომდინარე იქედან, რომ წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის შესასყიდ ფასს პირდაპირ განსაზღვრავს პურის მწარმოებლების მიერ პირველი ხარისხის ფქვილის შესასყიდი ფასი.
დღეს ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, როგორც წისქვილკომბინატების და ფერმერების, ასევე პურის მწარმოებლების მიერ დათქმული პარამეტრების შესარულება.
საქართველოს წისქვილკომბინატები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენზე აღებული ვალდებულებების უპირობო შესრულებას, აგრეთვე ბაზარზე გამოწვევების შესაბამისად მზაობას ვაცხადებთ მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ დაინტერესებულ მხარესთან ნებისმიერი საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობის შესახებ (2023 წლის ივნისის პერიოდი) ავრცელებს.
უახლესი
3 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი