2023 წელს ელექტროენერგიის შიდა მოხმარება გასულ წელთან შედარებით შემცირდა. Business Insider Georgia-სთან საუბრისას სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აღნიშნულის მიზეზად რამდენიმე უმსხვილესი პირდაპირი მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებასა და ასევე აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობის შემცირებას ასახელებს.
როგორც სემეკის თავმჯოდმარე არსებულ სტატისტიკულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2023 წელს ელექტროენერგიის შიდა მოხმარება 7.6%-ით შემცირდა.
„2023 წელს ელექტროენერგიის რეგულირებული მიმწოდებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ – 2.3%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად კი, რეგულირებული მიმწოდელების ერთი მიმართულების ე.წ. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მოხმარება, რომელთაც საყოფაცხოვრებო მომხამრებლები და საყოფაცხოვრებო მომხმარებლების გაბარიტების მქონე მცირე საწარმოები წარმოადგენენ, 3%-ით გაიზარდა.
ხოლო რეგულირებული მიმწოდელების მეორე მიმართულების ე.წ. საჯარო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მოხმარება, რომელთაც საბიუჯეტო მომხმარებლები და დანარჩენი კომერციული ობიექტები წარმოადგენენ, 1%-ით გაიზარდა. (გრაფიკი 1.1.)
გრაფიკი 1.1. საჯარო მომსახურების მიმწოდებლების მოხმარება
პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგია 2023 წელს წინა წელთან შედარებით 25.4%-ით შემცირდა. აღნიშნულის მიზეზი რამდენიმე უმსხვილესი პირდაპირი მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებაა. ბი ეფ დი სი ჯორჯია, რუსთავის ფოლადი, აითილები, ჯი თი ემ გრუპი, რუსელროისი, ფერო შენადნობთა ქარხანა, აიტი კორპი და პროტეკ კორპორეიშენის ჯამური მოხმარება 850 მლნ.კვტ.სთ-ით შემცირდა.
აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2023 წელს გასულ წელთან შედარებით 10.8%-ით არის შემცირებული“, - აცხადებს ნარმანია.
(გრაფიკი 1.2.)
უახლესი