PMC კლვევითი ცენტრი საქართველოს ეკონომიკური კლიმატის (II კვარტალი, 2023) მონაცემებს აქვეყნებს.
გამოკითხვის ფარგლებში ეკონომისტებმა შეაფასეს საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები.
რუსეთის ომი უკრაინაში საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მაღალ საფრთხედ შეაფასა გამოკითხულთა 47%-მა და მაღალ საფრთხედ 16%-მა. საერთო ჯამში, ექსპერტთა 63% ომს მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ მიიჩნევს.
ანალოგიურად, გამოკითხულთა 63%-მა დაასახელა უნარების შეუსაბამობა და, ასევე, 63%- მა მუშახელის დეფიციტი, როგორც მაღალი ან ძალიან მაღალი საფრთხე.
ცხოვრების ხარჯების ზრდით გამოწვეული პრობლემა საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ გამოკითხულ ეკონომისტთა ნახევარზე მეტმა (58%) დაასახელა.
გამოკითხულ ეკონომისტთა 42% გაცვლითი კურსის მერყეობას ზომიერ საფრთხედ მიიჩნევს.
ცნობისთვის, „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ პიემსი კვლევითი ცენტრის (PMC RC) პროდუქტია.
ამ ბიულეტენში, რომელიც Ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით*.
აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა ჩატარდა 2023 წლის მაისში.
უახლესი
33 წუთის წინ
რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში