დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები, რაც იქნება ორნიშნა ზრდასთან ძალიან ახლოს, თებერვალშიც ველოდებით ანალოგიურ მაღალ ზრდას - ირაკლი კობახიძე

რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები, რაც იქნება ორნიშნა ზრდასთან ძალიან ახლოს, თებერვალშიც ველოდებით ანალოგიურ მაღალ ზრდას - ირაკლი კობახიძე

23-02-2025 14:15:00

რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები, რაც იქნება ორნიშნა ზრდასთან ძალიან ახლოს და თებერვალშიც ველოდებით ანალოგიურ მაღალ ზრდას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ეკონომიკა ვითარდება სწრაფი ტემპით.

„იანვარში გაქვს კარგი მონაცემები, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტთან მდგარ ადამიანებს ჰქონდათ დავალება, რაღაცნაირად შეეფერხებინათ ეკონომიკის განვითარება, მათ ეს გარკვეულწილად მოახერხეს დეკემბერში, თუმცა ვერ შეძლეს იანვარში. იანვარი ჩვენ ჩავხურეთ ძალიან კარგი მონაცემებით. რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები, რაც იქნება ორნიშნა ზრდასთან ძალიან ახლოს და თებერვალშიც ველოდებით ანალოგიურ მაღალ ზრდას. ასე გაგრძელდება ეს პროცესები. რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირის პოლიტიკოსები და ბიუროკრატები უნდა იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები