დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლოგისტიკური შესაძლებლობები – ჩინეთიდან იმპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში

ლოგისტიკური შესაძლებლობები – ჩინეთიდან იმპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში

23-02-2025 13:44:00

ჩინეთთან თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოსთვის მზარდი და ამავდროულად სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გადაზიდვების სექტორში.აღსანიშნავია,რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემებით უმსხვილეს პარტნიორების ათეულში ჩინეთი მეოთხე ადგილს (1 767 104.8 მლნ. დოლარით) იკავებს.

კომპანია Kairos Logistics უკვე 12 წელზე მეტია საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით თანამშრომლობს ქვეყნის უმსხივლეს იმპორტიორებთან და ჩინეთიდან საქართველოში იმპორტის შემთხვევაში მომხმარებელს სრულ ლოგისტიკურ სერვისს სთავაზობს,რაც მოიცავს: იმპორტის დაგეგმვას, სრული და ნაკრები ტვირთის ტრანსპორტირებას დასაწყობებას,საბროკერო მომსახურებას და რა თქმა უნდა სრული პროცესის დაზღვევას კომპანია “ალდაგთან” მრავალწლიანი თანამშრომლობით.

პირველ რიგში გაგიზიარებთ თუ რა მეთოდების საშუალებით ხდება ნებისმიერი ტიპის ტვირთის ტრანსპორტირება,იქნება ეს არაგაბარიტული,რეჟიმიანი თუ ზოგადად სრული ან ნაკრები ტვირთი და ასევე რა კონკურენტული უპირატესობები აქვს თითოეულს.

სახმელეთო გადაზიდვები ჩინეთიდან

ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების უმთავრესი უპირატესობა  მცირე სატრანზიტო პერიოდი- საშუალოდ 25-30 დღეა,გარდა ამისა სახმელეთო გზით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ტვირთის ტრანსპორტირება,სრული და ნაკრები,არაგაბარიტული,რეჟიმიანი ტვირთის.

სარინიგიზო გადაზიდვები ჩინეთიდან

სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐥𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬 40 ფუტიანი კონტეინერების ტრანსპორტირებას გთავაზობთ ჩინეთიდან,რა დროსაც უპირატესობა მცირე სატრანზიტო პერიოდს ენიჭება,რომელიც დაახლოებით 25-30 დღემდე მერყეობს, ბოლო პერიოდში კი ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა რადგან 2-ჯერ სწრაფად ხორციელდება გადაზიდვები, გარდა ამისა მეთოდის მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ტვირთი პირდაპირ თბილისში ჩამოდის.

საზღვაო გადაზიდვები

საზღვაო გადაზიდვები განსაკუთრებით ეფექტური და მოთხოვნადია შორ მანძილზე ტვირთის ტრანსპორტირებისას. მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო გადაზიდვები უფრო ხანგრძლივია, ის ხშირად უფრო ეკონომიურია, განსაკუთრებით დიდი მოცულობის ტვირთისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე პერიოდში  სარკინიგზო გადაზიდვების გააქტიურების ფონზე, საზღვაო გადაზიდვებში ტარიფების კლებაც შეინიშნება.

მულტიმოდალური გადაზიდვები-ტრანზიტული ტვირთები

მულტიმოდალური გადაზიდვები საკმაოდ კომპლექსურია და მოითხოვს მაქსიმალურ ჩართულობას და პროცესის მუდმივ კონტროლს. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტის გარდა, 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐥𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬 ტრანზიტული ტვირთის ტრანსპორტირებასაც ახორციელებს, მულტიმოდალური გადაზიდვების გზით და მომხმარებელს სთავაზობს ტვირთის ტრანსპორტირებას, როგორც ფოთში ან  თბილისში გადატვირთვით ისე გადატვირთვის გარშე. მაგალითად, ჩინეთიდან ევროპისა და თურქეთის მიმართულებით.

იმპორტის შემდგომი სასაწყობე/საბროკერო მომსახურება

იმ შემთხვევაში თუ თქვენ იმპორტს გეგმავთ, თუმცა არ ფლობთ საწყობს კომპანია გთავაზობთ ტვირთის მიღება-გაფორმებას და დასაწყობებას  Kairos Logistics-ის A კლასის საბაჟო საწყობში თბილისის გეზთან, რომლის მოცულობა 6 300მ²-ია და გათვლილია 12 000 ევრო პალეტზე. საწყობი WMS სისტემით არის აღჭურვილი, რაც პროგრამულად უზრუნველყოფს ყველა პროცესის ოპტიმალურ კონტროლსა და მართვას. სტანდარტული საწყობებისგან განსხვავებით კი, სივრცეში  + რეჟიმიანი ტვირთებისა და ტრანზიტული ტვირთების დასაწყობებაა შესაძლებელი.

მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საბაჟო ტერმინალის ტერიტორიაზე კომპანია მეორე საწყობს აშენებს  12,000 კვადრატულ მეტრზე, რომელიც თებერვალში დასრულდება. ახალი საწყობის გახსნის შემდეგ, კი ტერიტორიაზე 24,000 ევრო პალეტის განთავსება იქნება შესაძლებელი. კომპანია კაიროს ლოგისტიკი 2013 წლიდან  ოპერირებს როგორც ლიდერი გადამზიდი კომპანია და წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე 200 ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს უწევს სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას.ფლობს 2 საწყობს თბილისსა და ფოთში და ჰყავს წარმომადგენლობა 5 ქვეყანაში.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები