დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზედიზედ მეექვსედ ევრობასკეტზე - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

ზედიზედ მეექვსედ ევრობასკეტზე - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

22-02-2025 18:14:00

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრა თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში, დანიის წინაღმდეგ გამართა და ურთულეს ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება - ჩვენთვის ამ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ნებისმიერი ანგარიშით მოგება გვყოფნიდა, რომ ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე თამაშის უფლება მოგვეპოვებინა.

საქართველო VS დანია 62-60 (19:21; 18:4; 11:20; 14:15.)

თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ნაკრების ახალი ლეგიონერი, კამარ ბოლდუინი მცირე ტრავმის გამო ვერ შეძლებდა თამაშს, რაც უდიდესი დანაკლისი იქნებოდა ჩვენი გუნდისთვის. კამარმა თავის სადებიუტო შეხვედრებში უკვე დაგვანახა, თუ რისი გაკეთება შეეძლო, შესაბამისად, აუცილებლად მოსაგები თამაშის წინ ერთ-ერთი საუკეთესო შემტევის გამოკლება მართლაც მძიმე ამბად მოჩანდა ჩვენთვის. სერბმა სპეციალისტმა, ალეკსანდრ ჯიკიჩმა ბოლდუინი ოჩხიკიძით ჩაანაცვლა და შემდეგი ძირითადი ხუთეული გამოიყვანა პარკეტზე: ჯინჭარაძე, შერმადინი, სანაძე, შენგელია, ოჩხიკიძე.

შეხვედრა შედარებით მძიმედ დავიწყეთ და პირველი მეოთხედის ბოლოს ორი ქულით ვმარცხდებოდით კიდეც, თუმცა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა თამაშის მეორე მეოთხედი - შესანიშნავად ათამაშდა გუნდის ლიდერი და კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც თამაშის ბოლომდე ორმაგი დუბლის შესრულებაც მოახერხა - 19 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი - სტატისტიკაშიც კი ადვილად ჩანს, თუ რამხელა მნიშნველობა აქვს თორნიკესჩვენი ნაკრებისთვის და სტატისტიკის მიღმა არის კიდევ ის ლიდერული თვისებები, მენტალობა და განწყობა, რომელიც სწორედ მსგავს შეხვედრებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მეორე მეოთხედი 14-ქულიანი უპირატესობით (18-4) მოვიგეთ, თუმცა მესამე მეოთხედში დანიელებმა კიდევ ერთხელ გაგვითანაბრეს ანგარიშიდა ყველაფერი ბოლო მეოთხედზე იყო დამოკიდებული.

დანიის საკალათბურთო ნაკრებიდან აღნიშვნის ღირსია, პირველ რიგში, მათი მთავარი მწვრთნელი, ალან ფოსი, რომელმაც სწორი ტაქტიკა შეარჩია ჩვენ წინააღმდეგ. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ დანიის ნაკრების ორი გამორჩეული კალათბურთელი, ევროლიგის ვარსკვლავები - იფე ლუნდბერგი (10 ქულა, 6 მოხსნა) და შევოლ შილდსი (8 ქულა, 5 მოხსნა) მოახერხებდნენ ნაკრების დახმარებას, რაც ერთიორად ართულებდა ჩვენს ამოცანას. მათ გარდა დანიელთაგან გამორჩეული იყო ლარსენი, რომელმაც 34 წუთში 14 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

ბოლო მეოთხედში  დაძაბული ბრძოლა  წარიმართა, ქულა-ქულაში მიდიოდა თამაში უკანასკნელ წუთამდე - ჩვენი შემადგენლობიდან ასევე აღსანიშნავიადუდა სანაძე, რომელმაც კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა ნაკრების მაისურით - 16 ქულა, 4 მოხსნა - და რაც ყველაზე მთავარია, გადამწყვეტი შესვლა ფარქვეშ, რომელმაც სწორედ ის ორქულიანი უპირატესობა შექმნა, რამაც საბოლოოდ მოგვიტანა კიდეც ევრობასკეტის ბილეთი. დანიელებს დუდას 2-ქულიანის მერე შეტევისთვის დარჩათ რამდენიმე წამი, თუმცა განსაკუთებით ამდარჩენილ წამებში გამოჩნდა ჩვენი ნაკრების ჟინი და მონდომება, როცა დანიელთა კომბინაციას ბრწყინვალე ორმაგი დაცვა და ძალიან სწორი გადაზღვევები დავუპირისპირეთ, ფაქტობრივად, უშანსოდ ნასროლი ბურთი ფარამდე ძლივს მივიდა და მერე სირენის ხმაც გაისმა - საქართველო ზედიზედ მეექვსედ ევრობასკეტზე იასპარეზებს!

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩვენ კიდევ დაგვრჩა ერთი შეხვედრა, რომელსაც მართალია, უკვე ფორმალური ხასიათი მიეცა და ზოგადი შედეგის თვალსაზრისით არაფერს ცვლის, თუმცა აქვს დიდი სიმბოლური დატვირთვა, რადგან ჩვენი მეტოქე ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გრანდი, სერბეთის ნაკრები იქნება.

სერბეთი VS საქართველო - 24 თებერვალი, 23:00 საათი.

სერბებმა ჯგუფში ჯერჯერობით ყველა შეხვედრა მოიგეს და ერთპიროვნული ლიდერობით დიდიხნით ადრე გაინაღდეს ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე თამაში. ჯგუფის პირველ თბილისურ შეხვედრაში მათ ჩვენი დამარცხება 13-ქულიანი უპირატესობით (63-76) შეძლეს, შესაბამისად, ბელგრადში გასამართ თამაშსკიდევ დამატებით რევანშის მნიშვნელობაც ენიჭება ჩვენთვის.

ამას გარდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ალეკსანდრ ჯიკიჩი ეროვნებით სერბია, რაც ასევე დამატებით ინტრიგას სძენს 24-ის თამაშს. რაც მთავარია, ორივე გუნდი კარგ ხასიათზე, ორივე გუნდმა გაინაღდა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა, ორივესთვის ეს თამაშიკარგი მოსამზადებელი პრაქტიკა იქნება დიდ ტურნირამდე.

ევრობაკსეტს ერთდროულად 4 ქვეყანის 4 ქალაქი უმასპინძლებს: ტამპერე (ფინეთი), კატოვიცე (პოლონეთი), ლიმასოლი (კვიპროსი) და რიგა (ლატვია). ტურნირი 27 აგვისტოს აიღებს სტარტს, 14 სექტემბრამდე გაგრძელდება და ევროპის 24 საუკეთესო ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს საკალათბურთო ნაკრებიც! წინ ევრობასკეტია!

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

 

უახლესი

21 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები