დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

23-02-2025 18:11:00

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი პაპაშვილის შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო განცხადებას ავრცელებს.

„ვეხმიანებით, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს, 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა, გიორგი პაპაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო.

გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და პირდაპირ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პრეზიდენტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

მოვუწოდებთ აღნიშნულ ტელეკომპანიას, გამოასწორონ შეცდომა და თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები