დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მესტიაში ფესტივალი „გიზ-გიზი“ მიმდინარეობს

მესტიაში ფესტივალი „გიზ-გიზი“ მიმდინარეობს

23-02-2025 14:19:00

მესტიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი „გიზ-გიზი“ მიმდინარეობს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს“ აგრძელებს. ფესტივალს წელს პირველად სვანეთი მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, მესტიაში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები. „გიზ-გიზის“ ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები ზრუნავენ.

"გიზ-გიზი“ ზამთრის სათხილამურო კურორტებზე, საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას ხელს უწყობს. მესტიაში „გიზ-გიზი“ Freeride World Tour - ის პერიოდში მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი მეორე წელია იმართება.

ძალაინ მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს ზამთრის სეზონი, აღნიშნულ ფესტივალ “გიზ-გიზში“ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მეწარმრები. ორი დღის განმავლობაშიბი იქნება გაშენებული სოფელი, სადაც ტურისტები შეძლებენ დასვენებას და დროის გატარებას .“- აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმაძღვანელი მაია ომიაძე.

"მნიშვნელოვანია სვანეთისთვის ესეთი ღონისძირბები , ყოველთვის მოტივირებულები ვართ და ველოდებით ამ ფესტივალს“- თამარ რაზმაძე-ფარჯიანი. "ფესტივალები გვეხმარება როგორც მეწარმეებს გავაცნოთ ჩვენი კულტურა , რომ განვითარდეს როგორც ტურიზმი ასევე კურორტების განვითარება“- ანა ფალიანი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები