ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 404 509 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 21 783 647 ათასი ლარია.
2022 წლის მაისის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 7 898 961 ათასი ლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 23 338 271 ათას ლარს უდრიდა.
მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 7 980 384 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 20 684 358 ათასი ლარია.
2023 წლის მაისის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 5 888 305 ათასი დოლარია, ანუ 15 261 898 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი
8 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო